ისევ ბლოგზე....

Approved by Mary Poppins

მართალია, ბლოგის იდეის ავტორი და რეალიზატორი მე ვარ, მაგრამ ერთპიროვნული მფლობელი არ ვიქნები, ჩემთან ერთად იხალისებენ და აზრებს (სასურველია ბრძნულს) დააფრქვევენ ჩემი მეგობრები, ანუ ამ ბლოგს 4 თანაბარუფლებიანი ბლოგერავტორი  +1 და სხვები, ანუ: მეორეხარისხოვანი მთავარი გმირები (წერომანიას არატანილი მეგობრები და ახლობლები, რომლებსაც წერა ეზარებათ, ან ლაპარაკი უკეთესად ეხერხებათ, მაგრამ ძალიან არიან დაინტერესებული მათი ისტორიის „всемирная паутина“-ში გამოჭენებით); ბლოგის პერსონაჟები (მსხვერპლი და რისხვის საგანი) - ანუ ბლოგერატორებისა და მათი დამქაშების (თანამოაზრეების, მომხრეების, ადეპტების) პოსტებისა და ქილიკის წყაროები; გურუმები - ანუ წლების მანძილზე გამოცდილი მრჩევლები და ბლოგერავტორების სინდისისა და წესიერების დარაჯები; მავნეები, იგივე პროვოკატორები; უჩინარი გმირები; სტუმრები; შემთხვევით შემოხეტებული გამვლელები (გასტრილიორები); უბრალოდ მეგობრები და ა.შ.
პერსონაჟებთან და მათ ისტორიებთან ერთად შემოგთავაზებთ ბლოგზე ქცევის წესდებას (დამორჩილება ყველასთვის სავალდებულოა), ბლოგოპედიას (ბლოგზე მოხსენიებული გაუგებარი ტერმინების და ბრძნული აზრების განმარტებით ლექსიკონს) და უამრავ საინტერესო რეცეპტს.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპონსი

0 კომენტარი.:

Post a Comment