დაინტერესებული მკითხველისთვის

Approved by Mary Poppins

ერთმა ჩვენმა მეგობარმა და ერთგულმა მკითხველმა სამართლიანი შენინიშვნა გამოთქვა. რეცეპტებს რომ გვთხოვთ, კომენტარში ხარისხიანად როგორ განვათავსოთო. ვიფიქრეთ, ვიმსჯელეთ, ავწონ-დავწონეთ, გურუმებიც ჩავრიეთ და მოვნახეთ ღირსეული გამოსავალი.
რეცეპტების ან საინტერესო(!) სტატია-წერილების მოწოდების მსურველებმა უნდა გადადგათ რამდენიმე მარტივი ნაბიჯი. დაწეროთ სტატია, სურვილისამებრ აღჭურვოთ სურათებით, ნახატებით, ვიდეო მასალით და სხვ. (რასაც მოიფიქრებთ და მოიგუნებებთ და საქმეს რაც წაადგება) და გამოგვიგზავნეთ ელ.ფოსტის მისამართზე: coffeecakeclub@mail.ru
თქვენს ნაშრომ-ნამოღვაწარს გულდასმით წავიკითხავთ და, ბლოგის წესდების საწინააღმდეგო მასალას თუ არ შეიცავს, დიდი სიხარულითა და ჟივილ-ხივილით გამოვაქვეყნებთ. ჩვენ გვიყვარს ჩვენი მკითხველები!
ამ ყბადაღებულ წესდებას კი უახლოეს მომავალში მოგართმევთ. ჯერ ცხვება, სულ ცოტა აკლია.
საუკეთესო სურვილებით, თქვენი ბლოგერავტორთა ბრიგადა

0 კომენტარი.:

Post a Comment