უხუცესთა საბჭო - გურუმები

Approved by Mary Poppins

დადაგა დრო დავიწყოთ ბლოგის პერსონაჟებისა და მონაწილეების წარდგენეა. მერი პოპინსის აწ გამოქვეყნებული ანეკდოტის შემდეგ გადავწყვიტე სუბორდინაცია დამეცვა და იერარქიის მიხედვით გამეცნო ჩვენი პერსონაჟები.

გურუმები - (ანუ გურუს, ქურუმის და გურმანის სინთეზი) იგივე უხუცესთა საბჭო, იგივე ბრძენთაბრძენთა სათათბირო. ბლოგის უზენაესი ორგანო. ბლოგერავტორთა სინდისის მოდარაჯე არსებები, მათთვის „ჰეის“ და „შეჩერდის“ შემძახებლები. ცხოვრების მანძილზე არაერთხელ გამოცდილი და საქმეში გამობრძმედილი მრჩევლები, შემწეები, თანამდგომ-ზემდგომები, მანუგეშებლები და ყურისამწევკუთხეშიდამყენებლები.
შემადგენლობა:
Черепаха Тортилла -  კ. კოლოდის ზღაპრის „პინოქიოს თავგადასავლის“  მოტივებზე შექმნილი ა. ტოლსტოის ნაწარმოების „ოქროს გასაღები, ანუ ბურატინოს თავგადასავლის“ პერსონაჟი.




 


ლურჯი მუხლუხო (blue caterpillar) - ლ. კეროლის ნაწარმოების „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ პერსონაჟი.





   

ბრანვენი, კეთილშობილი წარმოშობის ყვავი ლონდონის ტაუერიდან -  ტაუერზე ოდითგანვე ბუდობენ ყვავები, რომლებსაც საგანგებოდ უვლიან. ლეგენდის თანახმად, ყვავები თუ გაფრინდნენ, ბრიტნეთში მონარქია დაემხობა. დღეისათვის  ტაუერზე 6 (სავალდებულო ოდენობა) და რამდენიმე სათადარიგო ყვავი ბუდობს.
  


ვარდისფერი პანტერა გურიიდან - ამერიკული მულტ - და კინოსერიალის ცნობილი გმირი. გურუმების სიმშვიდის დამრღვევი და ჰარმონიიის ამრევი.





საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი

2 კომენტარი.:

  1. Mary Poppins

    რაც შეეხება გურუმებს - Салат "Черепаха Тортилла" (თანაც გასახდომი) - http://www.povarenok.ru/recipes/show/20732/

  1. Aunt Polly

    ვიღაცა კალორიებს ებრძვის და ვიღაცა საკუთარი კუჭის პატივისცემაზე ფიქრობს - Фруктовый торт «Черепаха Тортилла»
    http://www.koolinar.ru/recipe/view/70788

Post a Comment