ჩვენს ბლოგს ერთი მავნე შემოეჩვია

Approved by Mary Poppins

(მავნეები - „გრცხვენოდეს“, „ნუიზამ“ და  „არგაბედო“ - ინგლისელი მწერლის, დონალდ ბისეტის ნაწარმოების „ძია ტიკ-ტაკის მოგზაურობის“ გმირები)
ერთი ჩემი დიდი ხნის მეგობარი გამომიტყდა, რომ სისტემატიურად კითხულობს ჩემს (და არა მხოლოდ) ნაშრომს. ჯერ-ჯერობით სიმორცხვის თუ სხვა მიზეზების გამო მხოლოდ ზეპირსიტყვიერი შენიშვნებით შემოიფარგლება, რომელიც ენამოსწრებულობისდა მიუხედავად, მაინცდამაინც დიდი სიტკბოთი არ გამოირჩევა. და ამიტომ ხშირად საამო მოსასმენიც არაა. არა, ნუ გეშინიათ, უპასუხოდ არ ვტოვებ. მაგრამ გული მწყდება, რომ აქამდე მისი ერთადერთი და ერთგული მსმენელი (და დაცინვის მცდელობის  ობიექტი) მე ვიყავი. დამიჯერეთ, მისი „უზადო ნიჭი და სიტყვიერების ტალანტი“ თაყვანისმცემლების მთელ გუნდს იმსახურებს. მაგალითად, ჩვენი ამასწინანდელი დიალოგი რად ღირს, საკუთარ თავზე მრავლობითში საუბრობდა და მე მბრძანებელი ვუწოდე. ისე აღფრთოვანდა, 2 საათი არკვევდა, ჩვენ ორს შორის რომელი უფრო ჭკვიანი იყო. რა თქმა უნდა, ვასიამოვნე - შენ-თქო. და ასეთი პასუხი გამცა: „ალექსანდრე დიდს უთქვამს, ჰომეროსი უდავოდ დიდი ადამიანი იყო, მაგრამ მირჩევნია აქილევსი ვიყო და ჰომეროსმა მაქოს“.  ნუუ, პრინციპში მეტყვით - ჰომეროსს შეგადარა და მეტი რაღა გინდაო, მაგრამ თქვენ რა იცით, ამ ფრაზაში რამხელა სარკაზმი იყო ჩადებული. ჰოდა, მაგი მასე არ უნდა-თქო და ეგრევე ჩვენი ბლოგის პერსონაჟებშიც ვუკარი თავი.
ასე გამოცხვა ბლოგის პირველი მამრი - „პატარა დიდი კაცი", იგივე მავნე მეტსახელად „გრცხვენოდეს“. ასე რატომ დავარქვი, დასკვნების გამოტანა თითოეული მკითხველის ფანტაზიისთვის მიმინდვია. თუმცა, როგორც კი მისი პირველი პოსტები გაჩნდება, ყველაფერს თვითონ მიხვდებით.
აქვე უნდა გაგაფრთხილოთ: მისი უწყინარი და მოკრძალებული იერის მიუხედავად, ძალიან ცბიერია და შეეცდება თავი სხვანაირად მოგაჩვენოთ: „Я такой белый и пушистый!“. სულაც არა, ეს მისი კამუფლიაჟია.



აი, ასე გამოიყურება, როცა ჰგონია, რომ ვერავინ ხედავს.



გიყვარდეთ და გეშინოდეთ!      Держите друзей близко, а врагов еще ближе!
შენ კი, ჩემო კარგო, გილოცავ დაწინაურებას. ბლოგის უტყვი და უჩინარი გმირიდან თითქმის სრულფასოვან წევრად იქეცი. ძველი პოსტები ვისაც წაგიკითხავთ, ალბათ გახსოვთ, რომ ჩვენს ბლოგს თანაბაბარუფლებიანი 4 წევრი +1 ჰყავს, აი, „გრცხვენოდეს“ გახდა სწორედ ეს +1  (უფრო მეტს არ იმსახურებს).


P.S. მთავარი დამავწყდა: მე არ მეგულება ადამიანი, რომელსაც ასე უყვარდეს რჩევების დარიგება. ნებისმიერ ზოგად ფრაზაზე, 10 ათასი რჩევა აქვს (სხვათა შორის, ხანდახან საქმიანი და ქმედითიც). ბლოგის გახსნის შესახებ რომ გაიგო, პირველი რაც მითხრა - "მკითხველებს რჩევებს რომ ურიგებ, შედეგებზე პასუხისმგებლობისთვის მზად თუ ხარ"-ო. აი, ასეთი თავხედია!!! ამიტომაც ვუკარი თავი ბლოგში, მისი მოსმენის სიამოვნებას ნამდვილად ვერ მოგაკლებდით.

კეთილი სურვილებით, თქცენი მერი პოპინსი.

1 კომენტარი.:

  1. Mary Poppins

    ჰა, სად ხარ? ველოდებით როდის დარეგისტრირდები!

Post a Comment