8 მარტი - ქალთა საერთაშორის დღე

Approved by Mary Poppins


საყოველთაოდ აღიარებული ვერსიით, ქალთა საერთაშორისო დღედ 8 მარტის გამოცხადებას საფუძვლად 1875 წელს გამართული ქალთა დემონსტრაცია დაედო. „ცარიელი ქვაბების მარში“ დაბალი ანაზღაურებითა და შრომის აუტანელი პირობებით აღშფოთებულმა ნიუ-ოორკელმა ფეიქრებმა მოაწყვეს. ქალაქის ქუჩებში გამოსული მომიტინგეები სამუშაო დღის შემოკლებასა და შრპოის პირობების გაუმჯობესებას მოითხოვდნენ. მოგეხსენებათ, იმ პერიოდის ამერიკაში არა არამარტო, ქალის სამუშაო დღე ახლანდელი 8-ის ნაცვლად 16 საათს გრძელდებოდა და გასამრჯელოსაც მამაკაცებთან შედარებით, საოცრად დაბალს იღებდნენ.
სხვათა შორის,  დღესაც გრძელდება დისკუსიაა იმის თაობაზე, რომ ერთიდაიგივე თანამდებობაზე მამაკაცს ქალზე ბევრად მეტს უხდიან.ბოროტი ხმები იმასაც ირწმუნებიან, რომ 8 მარტის დღესასწაულად გამოცხადების საფუძველი მაინცდამაინც ეს დემონსტრაცია არ ყოფილა და „ლამაზი“ ვერსია დასავლეთევროპელმა და ამერიკელმა ქალებმა ქალთა დღისთვის კომუნისტური დატვირთვისა და ელფერის მოსაშორებლად მოიგონეს. თუმცა, როგორც ისტორიული ფაქტებიდან ირკვევა, მთლად მასეც არ არის.
ასეა თუ ისე, ამ დღის დამკვიდრება და მისი აღნიშვნა მაინც ნიუ-იორკელ ქალებთანაა დაკავშირებული. 1908 წლის 8 მარტს ნიუ-იორკის ქალთა სოციალურ-დემოკრატიული ორგანიზაციის მოწოდებით 15 ათასი ქალი შეიკრიბა და თანასწორობისა და საარჩევნო უფლების მოთხოვნით ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში მარშით გაიარა. მიუხედავად ამისა, ქალთა საერთაშორის დღე ოფიციალურად მხოლოდ 1909 წელს დადგინდა და 1913 წლამდე თებერვლის ბოლო კვირადღეს აღნიშნავდნენ. ევროპაში კი ქალთა დღედ 8 მარტის დაწსების წინადადება კლარა ცეტკინმა დააყენა 1910 წელს (და სწორედ ზემოხსენებული „ცარიელი ქვაბების მარშის“ საპატივცემულოდ).
მიუხედავად კონკრეტული თარიღისა, თავიდან კაცი ვერ გაარკვევს ვინ რას და როდის ზეიმობდა. 1911 წელს ქალთა საერთაშორისო დღე გერმანიაში, ავსტრიაში, დანიასა და შვეიცარიაში 19 მარტს აღინიშნა (იმდენად რამდენადაც 1848 წლის 19 მარტს პრუსიის მეფე ქალებს საარჩევნო უფლების მინიჭებას შეპირდა და სიტყვა არ შეასრულა); 1912 წელს ეს დღე უკვე 12 მაისს იზეიმეს; 1913 წელს - გერმანიაში 12 მარტს, ავსტრიაში, ჩეხეთში, უნგრეთში, ჰოლანდიასა და შვეიცარიაში 9 მარტს, საფრანგეთსა და რუსეთში 2 მარტს ჩაატარეს; და მხოლოდ 1914 წლიდან შეთანხმდნენ საბოლოოდ 8 მარტზე.
საბჭოთა წარსულის გადამკიდე, ეს დღე ჩვენ კი კომუნისტური გადმონაშთი გვგონია, მაგრამ მას ძალიან ბევრ ქვეყანაში აღნიშნავენ და სრულიად დამსახურებულადაც. სოციალიზმი და კომუნიზმი რა შუაშია, ამ ბოლო დროს ჩვენთან რომ ძალიან პოპულარული გახდა იმ ყბადაღებული „გენდერული თანსწორობის“ და „ადამიანურად აღიარებისთვის“ ქალთა ბრძოლის შედეგია. და სულაც არ არის გასაკვირი, რომ თავის დროზე ხმა საკუთარი უფლებების დასაცავად, დიასახლისების ნაცვლად სწორედ უფრო პროგრესულმა მშრომელმა ქალებმა აღიმაღლეს.
აქ პატარა გადახვევა უნდა გავაკეთო: არჩევნებში, ანუ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვებაში მონაწილეოწელბის უფლება (თანაწსორიბისკენ პირველი და უმთავრესი პირობა) პირველად ქალებმა 1918 წელს დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, რუსეთსა და... საქართველოში მიიღეს. დამოუკიდებელი საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ (მაშინდელი პარლამენი), თავის საარჩევნო დებულების პირველივე მუხლში ჩაწერა, რომ საქართველოს მოქალაქეები არჩევნებში მონაწილეობდნენ „განურჩევლად სქესისა“, 1921 წლის კონსტიტუციამ კი ეს უფლება თავის 46-ე მუხლში საბოლოოდ დააკანონა. სხვათა შორის, ბრიტანეთი ხმის მიცემის უფლებას კაცებს 18 წლის ასაკიდან აძლევდა, ქალებისთვის კი ბევრად უფრო „მცხოვანი“ ცენზი იყო დადგენილი და ეს გაუგებრობა მხოლოდ 1928 წელს გაასწორა. ამ მოვლენის მნიშვნელოვნებაზე ხაზის გასასმელად უნდა ვთქვა, რომ იგივე უფლება ამერიკელმა ქალებმა 1920 წელს მიიღეს, ფრანგებმა მხოლოდ 1944 წელს, იტალელებმა და იაპონლებმა - 1945 წელს, შვეიცარიელებმა (ნუ დაგავიწყდებათ, რომ შუაგული ევროპაა) - 1971 წელს (!), კუვეიტელებმა - 2005 წელს!!!! აფრიკისა და ისლამური სამყაროს ზოგიერთ ქვეყნებში (მაგალითად: საუდის არაბეთი) გარკვეული შეზღუდვები დღემდე მქომედებს. აი, ასე, გადახედეთ ამ სტატისტიკას და იამაყეთ!
ქალთა საერთაშორისო დღე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია უქმედ არის გამოცხადებული, მაგრამ არ შემიძლია არ გამოვყო, რომ 8 მარტს ჩინეთსა და მადაგასკარზე მხოლოდ ქალები ისვენებენ, კაცებითვის კი ჩვეულებრივი სამუშაო დღეა!
1957 წლიდან 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ გაერანებული ერების ორგანიზაციამაც აღიარა. 1977 წელს კი  გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მთელი წელი ქალების წლად გამოაცხადა და ქვეყნებს შესთავაზა ქალთა უფლებების დაცვის დღის თარიღი საკუთარი სურვილისა და ტრადიციების თანახმადა აერჩიათ (თუმცა, თავად გაეროს გამოცხადებულ ოფიციალურ თარიღად კვლავაც 8 მარტი რჩება).


საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი


0 კომენტარი.:

Post a Comment