ვირთევზა მდოგვის სოუსში

Approved by Mary Poppins


800 გრ ვირთევზის ფილე, 1 ლიმონის წვენი, 1 ს/კ ფქვილი, 1 ს/კ კარაქი, ¼ ლ რძე, 2 ს/კ ნაკლებადცხარე მდოგვი, ½ ჩ/კ მარილი, 1 ს/კ წვრილად დაჭრილი ოხრახუშის ფოთლები, 1 ჩ/კ დაფქული ცხარე წიწაკა, 1 მწიკვი გახეხილი ჯავზის კაკალი, რამდენიმე მარცვალი პილპილი, 1 ს/კ კარაქი საცხობი ფორმის დასაცხიმად

ღუმელი 220°C-მდე გავახუროთ. თევზის ფილეს ლიმონის წვენი მოვაწუწოთ. საცხობ ფორმას წავუსვათ კარაქი. მოვამზადოთ სოუსი: სქელძირიან პატარა ქვაბში გავადნოთ კარაქი და კარაქში მოვხალოთ ფქვილი გაოქროსფერებამდე. მორევა-მორევით დავუმატოთ რძე და წამოვადუღოთ. დავმატოთ მდოგვი, მარილი, წიწაკა, პილპილი, ჯავზის კაკალი და სულ ბოლოს ოხრახუში. თევზის ფილეს ორივე მხრიდან მოვაყაროთ მარილი და წიწაკა. ჩვალაგოთ კარაქწასმულ ფორმაში. ზევიდან მოვასხათ სოუსი, აქა-იქ მოვაყაროთ პატარა ნაფლეთებად დანაკუწებული კარაქი და შევდგათ ღუმელში 15 წუთით. გამზადებული კერძი მოვრთოთ ლიმონის ნაჭრებითა და ოხრახუშის ფოთლებით.
გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment