შოკოლადის ბრაუნი და ბლონდი

Approved by Mary Poppins


ბევრი ვიფიქრე ამ გაზაფხულის, როგორც იქნა მზიან დღეს რა ტიპის ტკბილეული შემომეთავაზებინა: მინდოდა რომ ყოფილიყო რამე ძალიან რომანტიულიც და ამავე დროს ძალიან მარტივიც. აბა, საკუთარი თავისთვის ნამცხვრის ცხობაში თუ დაიღალე, რაღა დღესასწაული გამოვიდა. შედეგად, ჩემი არჩევანი ამერიკულ-კანადურ კლასიკაზე - ბრაუნიზე შევაჩერე. ჯერ ერთი, შოკოლადის ნამცხვარი თავისთავად ამაღლებს განწყობას, „ბრაუნი“ კი როგორც სპეციალისტები ირწმუნებიან, საოცარ სიმშვიდის, სტაბილურობის და ოჯახური ბედნიერების ასოციაციას წივევს.
ახლა რამდენიმე რჩევა: ბრაუნის რაც ნაკლებად ათქვიფავთ, უკეთესი გამოდის. ზედმეტი მორევა-თქვეფისგან მისი სტრუქტურა ფუჭდება. ნამდვილი ბრაუნი გარედან ხრაშუნა, შიგნით კი სველი და დაზეპილი უნდა იყოს და ძალიან უხდება კაპუჩინოს სტილის რძიამ სასმელებს, ან თუნდაც თბილ  თაფლიან რძეს.

შოკოლადის ბრაუნი ჯეიმი ოლივერისგან
250 გრ კარაქი, 200 გრ შავი შოკოლადი 70% კაკაოს შემცველობით, 80 გრ კაკაო, 70 გრ ფქვილი, 0,5 ჩ/კ სოდა, 350 გრ შაქარი, 4 მასხვილი კვერცხი, 150 გრ ალუბლის ჩირი, 150 გრ ნიგოზი ან თხილი, 250 გრ ნაღები ან არაჟანი, 1 ფორთოხლის ცედრა
ღუმელი გავაცხელოთ 180°C-მდე. საცხობ ფირფიტაზე დავაფინოთ კარაქწასმული პერგამენტი. შოკაოლადი და კარაქი გავადნოთ წყლის აბაზანაზე შემოდგმულ დიდი ზომის ჯამში და ერთმანეთში კარგად გადავურიოთ. დავუმატოთ ალუბალი და დაჭრილი ნიგოზი. ცალკე ჯამში ავურიოთ ერთმანეთში ფქვილი, კაკაო, შაქარი და ეს მშრალი მასა გადავურიოთ გამდნარ შოკოლადში და კარგად მოვურიოთ. ცალკე ავთვქიფოთ კვერცხები და ისინიც ცომში ჩავამატოთ. ცომი დავასხათ საცხობ ფირფიტაზე და ვაცხოთ დაახლოებით 25 წუთი. არ დაგავიწყდეთ, რომ ცომი შიგნიდან სველი უნდა დარჩეს, ამიტომ მზაობის შესამოწმებლად ჩარჭობილ ხის ჩხირს ცომის ნამცეცები უნდა ამოყვეს, თუ არ ამოყვა - ე.ი. ბრაუნი ზედმეტად გამოგვიშრა და გაგვიხმა. ნამცხვარი გავაცივოთ და ისე დავჭრათ კვადრატებად. ავთქვიფოთ ნაღები ფორთოხლის ცედრასთან ერთად და ნამცხვარს მივატანოთ.

და ბარემ ბრაუნის მეგობარიც:

ბლონდი
1 ჭ ლერწმის შაქარი, 1 კვერცხი, 100 გრ კარაქი, 0,5 ჩ/კ სოდა, 1 ჭ ფქვილი, 0,5 ჭ დაჭრილი ნიგოზი და შოკოლადის ნატეხები, მარილი და ვანილი დანის წვერზე
ღუმელი გავაცხელოთ 180°C-მდე. საცხობ ფირფიტაზე დავაფინოთ კარაქწასმული პერგამენტი და მოვაყაროთ ფქვილი. გამდნარი კარაქი და შაქარი ერთმანეთსი გადავურიოთ, დავუმატოთ ცალკე ათქვეფილი კვერცხები, ვანილი და ბრაუნისგან განსახვავებით კარგად ავთქვიფოთ. ჩავამატოთ ფქვილი, სოდა და მარილი და გამზადებულ ცომ ბოლოს ნიგოზი ა შოკოლადიც გადავურიოთ. ცომი დაცვასხათ საცხობ ფირფიტაზე და გამოვაცხოთ 20-25 წუთი. ნამცხვრის მზაობა კვლავაც ხის ჩხირით შევამოწმოთ და ამჯერად ჩხირი ცომიდან აბსოლუტურად მშრალი უნდა ამოვიდეს. ბლონდი გაცივეის შემდეგ კვადრატებად დავჭრათ და ჩაისთან ერთად მივირთვათ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment