დამარილებული ქაშაყი წითელი ღვინის მარინადში ბურგუნდიულად

Approved by Mary Poppins


(4 პორცია)
8 ნაჭერი ქაშაყის (ანუ „სილიოდკის“) ფილე, 2 დიდი თავი წითელი ხახვი, ¼ ლ წითელი ღვინო (სასურველია პორტვეინი), ½ ჭ ძმარი, 100 გრ შაქარი, 4 მარცვალი პილპილი, 1 ჩხირი დარიჩინი, 3 ცალი მიხაკი

ქაშაყის ფილეს გადავავლოთ ცივი წყალი და 12 საათით ჩავალბოთ ½ ლ ცივ წყალში. შემდეგ გავჭრათ 4 ნაწილად და ჩავალგოთ ფაიფურის ან ფაიანსის თავსახურიან ჭურჭელში. ხახვი გავფცქვნათ და დავჭრათ ძალიან თხელ რგოლებად. წითელი ღვინო და ძმარი წამოვადუღოთ ხახვის რგოლებთან, შაქართან, პილპილთან, დარიჩინთან და მიხაკთან ერთდ. 5 წუთი ძალიან დაბალ ცეცხლზე ვადუღოთ, მერე გავაცივოთ და დავასხათ ქაშაყის ფილეს. ქაშაყიან ჭურჭელს თავი დავახუროთ და მაცივარში შევდგათ 3 დღით. ასე ჩამარინადებული ქაშაყი თავდახურულ ქილაში და მაცივარში 14 დღე ინახება.
გემრიელად მიირთვით!


საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment