სურნელოვანი არაყი ცივი ზამთრის საღამოსთვის

Approved by Mary Poppins


სურნელოვანი არაყი ფორთოხლით, ქიშმიშით და შტოშით
1 დიდი ფორთოხლის ცედრა და წვენი, 300 გრ მსხვილი ქიშმიში, 200 გრ ლერწმის შაქარი, 1 ჩ/კ დაფქული დარიჩინის, ჯავზის კაკლისა და მიხაკი ნარევი, 150 გრ შტოშის ჩირი (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ კოწახურით), 350 მლ არაყი
ყველა ინგრედიენტი ერთად მოვათავსოთ ჰერმეტულ თავსახურიან ქილაში. თავი დავახუროთ და კარგად ავჭანჭყაროთ. 2 კვირით დავდგათ ბნელ და მშრალ ადგილას. მერე გადავწუროთ ძალიან ხშირ საცერზე ან რამდენიმე ფენა დოლბანდზე (შეგიძლიათ გამოიყენოთ ყავის აპარატის ფილტრი), ჩავასხათ ბოთლში და როცა მოგვინდება მივირთვათ.

ვაშლის და დარიჩინის არაყი
5 წითელი ვაშლი, 6 შუაზე გატეხილი დარიჩინის ჩხირი, 750 მლ არაყი
ვაშლი დავჭრათ მომსხო ნაჭრებად და ჩავალაგოთ მინის ქილაში დარიჩინის ჩხირებთან ერთად. დავასხათ არაყი და ქილა ჰერმეტულად დავხუროთ, კარგად შევანჭყრიოთ და დავივიწყოთ მინიმუმ 3 დღით - რაც უფრო დიდხანს, მით უკეთესი. გადავწუროთ, ჩავასხათ ბოთლებში და დავლიოთ. განსაკუთრებით კარგია კოქტეილებისთვის.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment