Mike Romanoff

Approved by Mary Poppins


ბარმენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 50-იანი წლების ჰოლივუდის ერთ-ერთი უპოპულარულესი რესტორანი „Romanoff’s-ი და მისი სახელგანთქმული მეპატრონის  საპატივცემულოდ  შექმნილი ფრიად პოპულარული საფირმო კოქტეილი „მაიკ რომანოვი“ (Mike Romanoff) მინდა გავიხსენო.
ოდესღაც ჰარი გერგიუსონად დაბადებული გავლენიანი და ფულიანი საქმოსნის რამდენიმე ათეული „ფსევდონიმიდან“ ყველაზე მეტად პრინცმა მიხეილ ალექსანდროვიჩ დიმიტრი ობოლენსკი რომანოვმა გაამართლა და მიუხედავად იმისა, რომ არავის ქონდა მისი მაღალი წარმოშობის თაობაზე ილუზიები, ამ ფაქტს სულაც არ შეუშლია ხელი კერი გრანტისა და დერილ ზანუკის მსგავი გავლენიანი ხალხისთვის მის ახალ რესტორან „Romanoff’s“-ში ჩაედოთ წილი.  არც ფრენკ სინატრას, ჰემფრი ბოგარტისა და ჯუდი გარლანდის მგავს რესტორნის სხვა სახელგანთქმულ სტუმრებს აწუხებდათ მართლა იყო თუ არა მათი მასპინძელი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უილიამ გლადსტოუნის შვილი და რუსეთის მეფის, ნიკოლოზ მეორის ალალი ბიძაშვილი. 1939 წლის როდეო დრაივის ყველაზე პოპულარულ რესტორნის ულვაშიანი და ხშირად მონოკლიანი მეპატრონე კი საუკეთესო მაგიდასთან ყოველ საღამოს მარტო იჯდა და ალბათ თავისი სახელობის კოქტეილსაც სიამაყით წრუპავდა.
მეტისმეტი პრესტიჟულობისგან განპირობებული მეტისმეტი სიძვირის გამო „Romanoff’s“-ი 1962 წელს დაიხურა, კოქტეილი კი ისტორიას შემორჩა:

Mike Romanoff
1 პორცია
60 მლ არაყი, 1 ჩ/კ ლიქიორი „Cointreau, 1 ჩ/კ გარგრის ლიქიორი, 1 ს/კ + 1 ჩ/კ ლიმონი წვენი
კოქტეილის შეიკერი ავავსოთ დაფშვნილი ყინულით, ჩავასხათ დანარჩენი ინგრედიენტები. კარგად და გულიანად ვაჭანჭყაროთ და დავასხათ ჭიქაში.

საუკეთესო ურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment