პარფიუმერული აფროდიზიაკები

Approved by Mary Poppins


როგორც დაგპირდით, კვლავ  დაგიბრუნდით განსაკუთრებულ პარფიუმერიაზე სასაუბროდ. როდესაც საქმე პარფიუმერიას ეხება, არ შემიძლია არ შევეხო ჩემს საყვარელ ბრენდს Guerlain–ს. ამ ბრენს აქვს როგორც სუნამოები, ასევე  კრემების და დეკორატიული კოსმეტიკის დიდი არჩევანი. გარდა იმისა, რომ მისი პროდუქცია მაღალი ხარისხისა, Guerlain–ის  პროდუქტების გარეგნული მხარეც გამორჩეული დიზაინით არის შექმნილი. გამოგიტყდებით და გეტყვით, რომ Guerlain–ის  ე.წ. პუდრა ერთხელ მხოლოდ იმიტომ შვიძინე რომ ის გარეგნულად ძალიან მომეწონა და უდიდესი სურვილი გამიჩნდა  რომ ამ პროდუქტს ჩემს ჩანთაში დაედო ბინა.
ფრანგული პარფიუმერიის ეს სახლი ერთ–ერთი უძველესია მსოფლიოში არსებულ კომპანიათაგან.  იგი 1828 წელს  დაარსდა Pierre   François  Pascal  Guerlain–ის მიერ.  ამ კომპანიამ წარმატების პიკს 1853 წელს მიაღწია, როდესაც საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ მესამისა და მისი მეუღლისთვის ოდეკოლონი Eau de Cologne Impériale  გამოუშვა. Pierre   François  Pascal  Guerlain გარდაიცვალა 1864 წელს, პარფიუმერიის სახლი კი ანდერძით მამისგან Aimé  და  Gabriel Guerlain–ებს გადაეცათ. Aimé  და  Gabriel–ს შემდეგ კი კომპანია მათ შვილებს გადაეცათ და ასე შემდეგ.  Guerlain –ს ყველაზე ცნობილი სუნამოებია: Eau de Cologne Impériale (1853), რომელიც დღემდე არის გაყიდვაში, ამ სუნამოს გადაჰკრავს ლიმონის გრილი სურნელი; Shalimar (1925), ეს სუნამო განსაკუთრებით მიყვარს, იმიტომ რომ მისთვის დამახასიათებელია ვანილის სურნელი. ვანილს კი, როგორც მოგეხსენებათ  კარგი აფროდიზიაკული არომატი აქვს. ვანილისებრი სურნელით გამოირჩევა My Insolece. ეს სუნამო ექსკლუზიურად დამოუკიდებელი და ამავე დროს მომხიბვლელი ქალბატონებისთვის შეიქმნა.  სანამ ამ სურნელს დაიპკურებდეთ გირჩევთ, შხაპი მიიღოთ Insolece–ს  შხაპის გელით, შემდგომ წაისვათ ამავე ბრენდის ტანის ლოსიონი, ბოლოს კი  Insolece–ს  სუნამო დაისხათ. დამიჯერეთ, ყველა მამაკაცი, ვისაც შეხვდებით თქვენს ფეხებთან იქნება გართხმული.  Guerlain – მა 300–მდე სურნელი შექმნა. მოდით ახლა სამასივეს სახელს ნუ ჩამოვთვლით.
რადგან აფროდიზიაკული სურნელების თემას შევეხეთ, მოდით ორიოდე სიტყვა Lolita Lempicka –ს სუნამოებზეც  ვთქვათ. დავიწყოთ იმით რომ Lolita Lempicka არის ფრანგი დიზაინერის Josiane Maryse Pividal –ის ფსევდონიმი. ალბათ მიხვდებით რომ  Lolita არის ვლადიმერ ნაბოკოვის ცნობილი გმირის სახელი, ხოლო  Lempicka კი მხატვარ Tamara de Lempicka–ს გვარია. სწორედ ამ ორი სახელის შერწყმის შდეგად წარმოიშვა ამ ბრენდის სახელი. მინდა გითხრათ რომ ამ ბრენდის სუნამოები არც თუ ისე ძვირია და განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს თინეიჯერებში. თან აფროდიზიაკული სურნელების შექმნის ნამდვილი ოსტატია ეს ბრენდი.  იგი როგორც ქალის, ასევე მამაკაცის სუნამოებსაც აწარმოებს. გამოგიტყდებით, გულგრილი ვერ დავრჩები იმ  მამაკაცის მიმართ, რომელიც ჩამივლის და  Lolita Lempicka –ს სურნელს შემომაფრქვევს.  კარგად დააკვირდით ჩემს მიერ შემოთავაზებულ სურათებს და კარგად  მიხვდებით თუ რომელ სუნამოებზე  ვსაუბრობ კონკრეტულად. მოდით დღეისთვის ამით დავამთავროთ. მე კი მომავალში კიდევ არაერთხელ დავბრუნდები პარფიუმერიის თემით.

კეთილი სურვილებით, თქვენი იფიგენია დაუტფაიერი 

0 კომენტარი.:

Post a Comment