Shepherd’s Pie ანუ მეცხვარეების მობრაწულა - კლასიკური ინგლისური კერძი

Approved by Mary Poppins


ინგრედიენტები 4 პორციისთვის: 2 ს/კ ზეითუნის ზეთი, ზღვის მარილი და ახალდაფქული პილპილი, 500 გრ ცხვრის ხორცის ფარში, 1დიდი თავი ხახვი, 1 დიდი სტაფილო,  2 კბილი ნიორი, 2 ს/კ ვორჩესტერის სოუსი, 1 ს/კ ტომატ-პასტა, ერთი მუჭა ქონდარა, წვრილად დაჭრილი როზმარინი, 250 მლ წითელი ღვინო, 300 მლ ქათმის ბულიონი, 1 კგ გათლილი და კუბიკებად დაჭული კარტოფილი, 50 გრ დარბილებული კარაქი, 2 კვერცხის გული, გახეხილი ყველი პარმეზანი, ზეითუნის ზეთი, ზღვის მარილი და ახალდაფქული პილპილი
გავახუროთ ღუმელი 180°C-მდე. დიდ ტაფაზე დავასხათ ზეთი, კარგად რომ გაცხელდება დავყაროთ ფარში და ვთუშოთ დაახლოებით 2-3 წუთი საშუალო ცეცხლზე. მოვაყაროთ მარილი და პილპილი. ჩავახეხოთ ხახვი, სტაფილო და ნიორი. ჩავურიოთ ვორჩესტერის სოუსი და ტომატ-პასტა და ვხრაკოთ 1-2 წუთი, თან განუწყვეტლივ ვურიოთ. დავუმატოთ ქონდარა და როზმარინი. დავასხათ ღვინო და ვაცადოთ ამოორთქლება. დავასხათ ქათმის ბულიონი და ვაცადოთ შესქელება. მანამდე ჩავყაროთ კარტოფილი მდუღარე წყალში და მოვხარშოთ დარბილებამდე. გადავწუროთ და გავაკეთოთ პიურე. ჩავაზილოთ კვერცხის გულები და დაახლოებით 2 ს/კ გახეხილი პარმეზანი. მოვაყაროთ მარილი და პილპილი და კარგად მოვურიოთ გავსინჯოთ მარილი ხომ არ აკლია. ფართო ცეცხლგამძლე ჭურჭელში გადავიტანოთ გამზადებული ფარში და ფსკერზე თანაბრად გავანაწილოთ. ზევიდან გადავუსვათ კარტოფილის პიურე. თავზე მოვაყაროთ გახეხილი პარმეზანი და კარაქის ნაფლეთები. კარტოფილის პიურე ჩანგლით დავხაზოთ. ღუმელში შევდგათ და დაახლოებით 20 წუთი გავაჩეროთ, სანამ პიურე თავზე ოქროსფერ ქერქს არ გაიკეთებს.
გემრიელად მიირთვით!


(გორდონ რამზის რეცეპტებიდან)

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
P.S. შეგიძლიათ ცხვრის ფარში საქონლის ან შერეული ფარშით შეცვალოთ, როზმარინი და ქონდარა კი ორეგანოთი და ხმელი ქინძით. საკმაოდ ძვირიანი პარმეზანი კი რომელიმე ქართული მაგარი და მძაფრი სუნის მქონე ყველით.

0 კომენტარი.:

Post a Comment