ქოქოსის ნამცხვარი მსუნაგი და ზარმაცი ხალხისთვის

Approved by Mary Poppins


ქოქოსის ხრაშუნა ნამცხვარი
ამაზე ადვილი რამე ჯერ არ გამიკეთებია - ფქვილიც კი არ ჭირდება და იდეალურია, როცა რამე ტკბილი ძალიან გინდათ და არათუ მისი გამოცხობა, მაღაზიაშიც კი გეზარებათ ამოსატანად ჩასვლა. ერთი სიტყვით, სიზარმაცე და დესერტის ჭამის სურვილი ერთდროულად მოგეძალებათ თუ არა, მოიმარჯვეთ მხოლოდ და მხოლოდ 3 კვრცხი, ერთი ჭიქა შაქარი, ამდენივე, ანუ ერთი ჩასი ჭიქა ქოქოსის ფანტელი და მწიკვი მარილი. კვერცხი ოდნავ ათქვიფეთ შაქართან და მარილთან ერთად, ჩაუმატეთ ქოქოსის ფანტელი - ცომი შეიკვერბა და ფორმირებას დაექვემდებარება. ამისთვის კი საშუალო ზომის ჯამში ჩაასხით ცივი წყალი, ამ წყალში დაისველეთ ხელები და ცომისგან დააგუნდავეთ დაახლოებით პინგ-პონგის ბურთის ზომის ბურთულა. მზა ბურთი მოათავსეთ პერგამენტდაფენილ საცხობ ფირფიტაზე. ისევ დაისველეთ ხელები და დააგუნდავეთ კიდევ ერთი ცომის ბურთი და ასე, სანამ ცომი არ გათავდება. გამოაცხვეთ 160-170 °C-მდე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთი, სანამ ბურთულები ოქროსფრად არ დაიბრაწება. რაც შეეხება გამაფხვიერებელს, ანუ სოდას, არ გამომრჩენია - რეცეპტში არ არის. ყველაფერი სოდის გარეშედაც კარგად გამოდის, არაერთხელ შემოწმებული და გამოცდილია. სცადეთ, არ ინანებთ!

საუკეთესო სურვლებით, თქვენი იუფიმია ენდრიუსი

0 კომენტარი.:

Post a Comment