ყავა კუბურად

Approved by Mary Poppins


ყოვლად წარმოუდგენელია კუბური საუზმე, სადილი ან ვახშამი ერთი ჭიქა კუბური ყავის დაყოლების გარეშე. წესისა და რიგის მიხედვით მომზადებულ café cubano-ს თავზე მოყენებული სქელი ქაფის უგემრიელესი ფენა აქვს. განსაკუთრებულად კარგი ქაფი კი ბეჯითად და მონდომებით გათქვეფილ 1 ს/კ ესპრესოსა და შაქარზე მდუღარე ყავის დასხმის მერე გამოდის. როგორც ცნობილი კუბელი მზარეული ლურდეს კასტრო ამბობს, ქაფს თქვეფა არ აფუჭებს და ამიტომ რაც უფრო ენერგიულად და დიდხანს  ათქვეფთ, მით უკეთესი კუბური ყავა გამოგივათ.

Café Cubano
6 პორცია
დაფქული ესპრესო, 50 გრ შაქარი
მოვადუღოთ 6 ჭიქა ყავა. ჭიქაში ჩავყაროთ 50 გრ შაქარი, დავასხათ 1ს/კ ქაფქაფა ყავა და კოვზით ან პატარა სათქვეფით ვთქვიფოთ დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში, სანამ პრიალა და სქელ ქაფს არ მივიღებთ. გავანაწილოთ ჭიქებში და ზემოდან დავასხათ ცხელი ყავა.


საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment