მარწყვის ფლამბე მარწყვის გრანიტათი

Approved by Mary Poppins

ინგრედიენტები გრანიტასთვის: 450 გრ მწიფე გარეცხილი და დარჩეული მარწყვი, 105 გრ შაქარი, 100 მლ წყალი, დაახლოებით 3 ს/კ (35 მლ) ლიმონის წვენი.
ინგრედიენტები ფლამბესთვის: 125 გრ ყავისფერი შაქარი, 675 გრ გარეცხილი, დარჩეული და შუაზე გაჭრილი მარწყვი, 80 მლ კონიაკი, პიტნის რამდენიმე ფოთოლი.
1. გრანიტასთვის ბლენდერში კარგად ავთქვიფოთ მარწყვი, შაქარი, წყალი და ლიმონის წვენი. მაწრყვის პიურე ჩავასხათ დაახლოებით 20 სმ სიგანის მქონე კვარდრატულ ჭურჭელში და დაახლოებით 1 საათით შევდგათ საყინულეში, სანამ პიურე კიდეებში არ მოიყინება. დიდი ჩანგლის ან სპეციალური კულინარიული ფოცხის მეშვეობით პიურეს გაყინული გვერდები შუისაკენ მივფოცხოთ და კარგად მოვურიოთ.
2. პიურე დავაბრუნოთ საყინულეში დაახლოებით საათნახევრით, სანამ ბოლომდე არ გაიყინება.  ნახევარ საათში ერთხელ გავიმეოროთ მოფოცხვის პროცედურა. ანუ ჩანგლის დახმარებით გრანიტა დიდი ზომის დაკრისტალებულ ფიფქებად ვაქციოთ.
3. ფართო და მძიმე ტაფა  დავდგათ საშუალო ცეცხლზე. ტაფაზე დავყაროთ შაქარი და 2 წუთით, ანუ სანამ შაქარი გადნობას არ დაიწყებს, მოურევლად დავტოვოთ. მერე კი ვურიოთ შაქარს, სანამ კარამელის მსგავს სოუსად არ იქცევა (დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში).
4. კარამელში ჩავყაროთ შუაზე გაჭრილი მარწყვები და კარგად ამოვავლოთ. ამ დროისათვის შაქარი შესქელებული იქნება, მაგრამ კონიაკს რომ დავუმატებთ გათხელდება. მივიყვანოთ ადუღებამდე. ტაფა ცეცხლიდან გადმოვდგათ და 2 წუთის განმავლობაში შევაგრილოთ.
5. ტაფა დავაბრუნოთ საშუალო ცეცხლზე და თან შევეცადოთ რომ ტაფის შიგთავსი არ აიზილოს. დაბალ ცეცხლზე 5 წუთი ვადუღოთ, ან შაქრის ბოლომდე გადნობამდე და თან ყურადღება მივაქციოთ, რომ მარწყვმა თავისი ფორმა არ დაკარგოს და არ დარბილდეს. უფრო ადვილად რომ გადნეს, შაქარს ფრთხილად მოვურიოთ.
6. ჯერ კიდევ ცხელი მარწყვი კოქტეილის ჭიქებში ჩავასხათ. თავზე დიდი კოვზით მარწყვის გრანიტა დავადოთ და პიტნის ფოთლებით მოვრთოთ.
გემრიელად მიირთვით!

ვიდეოთვალსაჩინოება:



(კერტის სტოუნის რეცეპტებიდან)
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment