ტკბილი მოგონებები

Approved by Mary Poppins

მუსიკა განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. არა მარტო განტვირთვის, არამედ ხანდახან მუსიკის წყალობით ადამიანმა შეიძლება გულიანადაც იხარხაროს, ბევრი იცნოს და გაიხსენოს უდარდელი ბავშვობა, უბედნიერესი სტუდენტობის წლები და ასე შემდეგ. ალბათ უკვე მიხვდით რომ ამ სტატიით 80-იანი წლების მუსიკას მინდა შევეხო.  ამ პერიოდის მუსიკას  პირადად მე  ორ ტიპად დავყოფდი:
პირველი - 70-80-იანი წლების ნამდვილად ხარისხიანი და მსოფლიოკ კლასიკად დარჩენილ მუსიკას, რომელიც არასდროს დაძველდება და რომელზეც მოდა თუ სტილი არ მოქმედებს. ეს სიმღერები დღემდე იგივე ემოციას აღძრავს, რასაც მაშინ. დღემდე ისეთივე სიამოვნებით ისმინება ყველა თაობის მიერ, როგორც იმ ეპოქაში. ამ შემსრულებლის სიმღერები არავითარ შემთხვევაში არ მოგგვრით ირონიულ სიცილს. მათი შესრულებული მუსიკა დღემდე უკვდავია. განსაკუთრებულად მინდა გამოვყო მართლაც მარადიული ანსამბლი Queen, George Michael, Rolling Stone, U-2, Red Hot Chili Peppers და ა.შ.
და მეორე, რომელსაც სერიოზულ (განწყობა არ მაქვს მხედველობაში) მუსიკასთან არაფერი ესაქმება, მაგრამ ძალიან გვამხიარულებს. საკმარისია მელოდია დაიწყოს და  შემსრულებელი დავინახოთ  მაშინვე, დღეისათვის მიუღებელი და ადრინდელი სასაცილო მოდა თუ გემოვნება გვახალისებს, ხარხარი გვივარდება და წარსულის  გარკვეული მომენტები გვახსენდება.  ჩემი აზრით ასეთი ტიპის მუსიკის შემსრულებელთა კატეგორიას განეკუთვნებიან: Modern  Talking, Joy, Sabrina, Sandra,  და სხვა მრავალი. ისინი მხოლოდ იმ ეპოქაში იყვნენ პოპულარულები. მათი მუსიკა მხოლოდ 80-იან წლებში იყო აქტუალური (და თან როგორი!).  დღეს კი მათ მხოლოდ იმ შემთხვევაში უსმენენ - ჩემსავით ვინმეს წარსულის გახსენება და კარგ გუნებაზე დადგომა თუ მოუნდება. არ შემიძლია ცალკე არ გამოვყო 80-იანი წლების იტალიელ შემსრულებლებს. განსაკუთრებით გამოვყოფდი Toto Cutugno და Al Bano & Romina Power-ს, რომელთა სახელების ხსენებაც კი საკმარისია  იმისათვის რომ  ბავშვობა გაგვახსენდეს და გაგვეცინოს.
80–იანი წლების  ძალიან ბევრი მომღერლის მოხსენიება  შეიძლება ამ სტატიაში, მაგრამ სამწუხაროდ, ამას  ბლოგის სივრცე არ ეყოფა. თანაც აღარ მინდა გადაგღალოთ ამდენი ლაპარაკით და მინდა შემოგთავაზოთ რამოდენიმე სიმღერის მოსმენა (რასაკვირველია მეორე კატეგორიიდან), რომელიც, დარწმუნებული ვარ, ძალიან გესიამოვნებათ და წარსულის ტკბილ მოგონებებში ჩაგძირავთ.


საუკეთესო სურვილებით, თქვენი იფიგენია დაუტფაიერი





0 კომენტარი.:

Post a Comment