ისევ და ისევ დასვენება: ვისაც ბუნება ჩემნაირად უყვარს

Approved by Mary Poppins


ალბათ ცოტას თუ უმოგზაურია ბავშვობაში იმდენი რამდენიც მე. პიკნიკზეც თითქმის ყოველ შაბათ-კვირას დავდიოდით - რასაკვირველია, მხოლოდ კარგ ამინდში. ბუნება, მთა და წყალი მართლაც ძალიან, ძალიან და ძალიანზე ცოტა კიდევ უფრო მეტად მიყვარს, მაგრამ... ბუნების ჩემებური სიყვარული ასფალტიანი გზის დამთავრებიდან და უკანასკნელი ცხელი წყლის ობიექტიდან სადღაც ნახევარ კილომეტრში მთავრდება. ეგ რა ბუნების სიყვარული გამოვიდაო, იკითხავთ. საქმე იმაშია, რომ ბუნებით ტკბობას, მხოლოდ კომფორტულ გარემოში ვახერხებ და საუკეთესო ექსკურსია ან პიკნიკი ასე წარმომიდგენია: გარკვეულ წერტილამდე (მაგ.: წყალსაცავი, ტბა, ისტორიული ძეგლის ნანგრევები, ტყე და ა.შ.) მივედი მანქანით, მერე ფეხით ვიბოდიალე ან არ ვიბოდიალე და იქვე დავტკბი სასიამოვნო გარემოთი, საღამოს სახლში თუ არა უახლოეს სველწერტილიან და ადამიანის ხელით აშენებულ ნაგებობაში დავბრუნდი და ღამე თბილ და რბილ საწოლში გავატარე. 
დილას კი ისევ მანქანაში ჩავჯექი და სახლისაკენ გამოვეშურე. ალპინიზმიც, ჰაიკინგიც, რაფტინგიც და ბენჯ-ჯამპინგიც მომხიბლავად მეჩვენება და სხვებს რატომ სიამოვნებთ იმასაც კარგად ვხვდები, მაგრამ ჩემი ყველაზე დიდი ექსტრიმი აკვა-პარკების საშუალო სიმაღლის სასრიალოებიდან დაშვება და აბსოლუტურად უქარო და მზიან ამინდში კატერზე გამობმული პარაშუტით ზღვის თავზე გადაფრენაა (ამინდს ხაზი რატომ გავუსვი, ქარში ვისაც უფრენია, კარგად მიმიხვდება - მაინცდამაინც საიამოვნო ვერაა, საკუთარი ლოყები ტყლაშუნით  რომ გირტყამს ყბებზე).
მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, დღეს იმ სატუმროებზე მოგიყვებით, სადაც ბუნებით და ლამაზი ხედებით ტკბობას საკუთარი ნომრიდან გაუსვლელად მოახერხებთ:
Dreams Luxury Suits საბერძნეთის სტუმრებს ეგეოსის ზღვაზე ეპატიჟება და თავისი უამრავი აუზებიდან, აივნებიდან და ტერასებიდან მსოფლიოში ულამაზესი მზის ჩასვლის სცენით ტკბობის საშუალებას სთავაზობს. სატუმროს ერთ-ერთი დამსვენებელი საბერძნეთში გატარებული დაუვიწყარი საღამოს შთებეჭდილებებს ასე იხსენებდა: „ბევრისგან მქონდა გაგონილი, რომ დაისი ამ კურორტზე მსოფლიოში საუკეთესოდ ითვლებოდა. მაგრამ ყოველთვის ვთვლიდი, რომ ცოტას აჭარბებდნენ, სანამ საკუთარი თვალით არ ვიხილე ეს ღვთაებრივი პეიზაჟი. ხომ არ მძინავს და მესიზმრება-მეთქი, ჩემს თავს რამდენჯერმე ვუბრწკინე!“
ლანდშაფტური პეიზაჟების მოყვარულთათვი ინდოეთში, Oberoi Resorts Wildflower Hall წამოჭიმეს ზღვის დონიდან 2,5 ათასი მეტრის სიმაღლეზე. სატუმროს აივნებიდან და ფანჯრებიდან ჰიმალაის თავბრუდამხვევი ხედები იშლება. დამსვენებლებს 93 კვარდრატულ მეტრზე გადაჭიმულ კედრის პირველყოფილ ტყეში დამღლელი სეირნობის მერე არაჩვეულებრივ ინდურ მასაჟსა და ცხენებით გასეირნებას სთავაზობენ.
სატუმროს განსაკუთრებულ სიამაყეს, მეოთხე სართულის ლუქსი „Lord Kitchener“ წარმოადგენს, რომლის მთავარი თავისებურებსააც შუშის კედლები და შესაბამისად, გარე-პანორამით 24 საათიანი ტკბობის საშუალება წარმოადგენს.
იმათთვის ვისაც საკუთარი ნომრის აივნიდან ტკბობის გარადა შრიახლო პეიზაჟებთან ცოტა უფრო ახლოს შეხების სურვილი აქვს, ნამიბიაში კურორტ NamibRand უნდა მიაკითხოს. აქ დამსვენებელს შეიძლება მოეჩვენოს, რომ კაცობრიობა სადღაც უკვალოდ გაქრა. 1,8 კვადრატული კილომეტრის მანძილზე გადაჭიმული უკაცრიელი დიუნებს, გორაკებსა და მთიანი პანორამაში ცივილიზაციის ერთადერთ წერტილს სასტუმრო Wolwedans Resort-ი წარმოადგენს. სხვათა შორის, აფრიკას და განსაკუთრებულად ნამიბიას მიიჩნევენ საუკეთესო დასვენების ადგილად ბუნწიაღში დროს ტარების მოყვარულთათვის. იქაურმა სრულიად ცივილიზებულმა, მაგრამ მაინც „ველურმა“ სასტუმროებმა უკვე საქვეყნოდ გაითქვეს სახელი.
ბუნებასთან ძალიან კომფორტულ მაგრამ კიდევ უფრო მჭიდრო კავირში კოსტა-რიკაზე აღმოჩნდებით.  რგორც GreenSpot.Travel-ის ერთ-ერთი მიმომხილველი რიჩარდ ედვარდსი ამბობს, Lapa Rios-ში თავისი პირველივე საუზმე ახლომახლო ხეებიდან მოცუნცულებულ სტუმრებს - პატარა მაიმუნს, ტუკანსა და რამდენიმე წითელ არას უწილადა.
ეკო-კურორტი Osa Peninsula 4 კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული და სტუმრებს ლერწმის ბუნგალოში მოსვენებასა და ტროპიკული მცენარეებით დაფარული წყნარი ოკეანის სანაპიროს ხედით ტკბობას სთაბაზობს.
მიუხედავად იმისა, რომ ტოპიკულ გამჭვირვალე წყალსა და თეთრ ქვიშაზე აშენებული ხის სახლები ახლა აღარავის უკვირს, ასეთი ტიპის სასტუმროებს შორის საუკეთესოდ მალდივების One & Only Reethi Resort-ი ითვლება.
ამ სატუმროს თითოეულ ნომერს უზარმაზარი ფანჯრები აქვს და კიდევ აუზი ღია ცის ქვეშ...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment