ღვინის და შოკოლადის შერბეთი

Approved by Mary Poppins


(6 პორცია)
2 ბოთლი (750 მლ-იანი) წითელი ღვინო - სასურველია Maury, 350 მლ ცხიმმოხდილი რეძე, 150 გრ ძრიანი შოკოლადი (კაკაოს მინიმუმ 33% შემცველობით) წვრილად დაჭრილი, წითელი ღვინის ძმარი
ღვინო ჩავასხათ ქვაბში და შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე, წამოვადუღოთ და სამზარეულოს სანთურას მეშვეობით ღვინის ზედაპირს ცეცხლი წავუკიდოთ ალკოჰოლის ამოსაორთქლებლად. ცეცხლი რომ ჩაქრება, ღვინის „ხარშვა“ გავაგრძელოთ სანამ არ განახევრდება.
ამასობაში, მეორე ქვაბით რძე შემოვდგათ ასევე საშუალო ცეცხლზე და ავადუღოთ. გადმოვდგათ ცეცხლიდან, სულ ოდნავ შევაგრილოთ და ჩავყაროთ დაჭრილი შოკოლადი. ვურიოთ სანამ არ გადნება. ღვინო რომ ნახევრამდე ამოორთქლდება, ცეცხლიდან გადმოვდგათ და გავაგრილოთ ოთახის ტემპერატურამდე. მერე შოკოლადიანი რძე დავუმატოთ და საბოლოოდ გავაგრილოთ. ამას ორიოდე საათი დაჭირდება. შოკოლადიანი რძე ხშირ საცერზე ან ორმაგ დოლბანდში გადავწუროთ, რომდენიმე წვეთი წითელი ღვინის ძმარი დავუმატოთ და პლასტმასის კონტეინერში ჩავასხათ. შევდგათ საყინულეში დაახლოებით 3 საათით. ჭამის წინ გაყინული ღვინო ჩანგლით ავჩიჩქნოთ და ჭიქებში გავანაწილოთ.  




საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment