ყურძნის დესერტი შამპანურით

Approved by Natia Jinjolava


(4 პორცია)
50 გრ შაქარი, 14 გრ ჟელატინი, 100 მლ თეთრი ღვინო, 200 მლ შამპანური, 50 მლ თეთრი ყურძნის წვენი, 100 გრ თეთრი ყურძენი, 100 გრ შავი ყურძენი, 1 კარამბოლა, 125 მლ ნაღები, 5 გრ ვანილის შაქარი, 1 ჩ/კ ლიმონის წვენი, პიტნის რამდენიმე ფოთოლი, 1 ს/კ ლიმონის კანის ბურბუშელა
სიროპის მოსამზადებლად დაბალ ცეცხზე ცქელძირიან ქვაბში წამოვადუღოთ 50 მლ წყალი და შაქარი, სიროპი რომ შექოროფერდება, მოვხადოთ ქაფი, ცეცხლიდან გადმოვდგათ და შევაგრილოთ. 20 მლ სიროპი ცალკე გადავასხათ, დანარჩენი კი შევინახოთ. წყალში 5 წუთით ჩავალბოთ ჟელატინი. შევათბოთ ღვინო, დავუმატოთ გადაწურული ჟელატინი და დაბალ ცეცხლზე ვურიოთ ჟელატინის ბოლომდე გახსნამდე (ყურადღება მივაქციოთ, რომ არ აგვიდუღდეს). ცალკე ჯამში ჩავასხათ შამპანური. დავუმატოთ ჟელატინიანი ღვინო, ყურძნის წვენი და 20 მლ სიროპი. შევდგათ მაცივარში 30 წუთით. მანამდე გავრეცხოთ ყურძენი. კარამბოლაც გავრეცხოთ და დავჭრათ სიგანეზე ვარსკვლავებად. ნახევრადშედედებული ჟელეს ნაწილი გავანაწილოთ 4 პორციულ ფორმაში, ზემოდან დავალაგოთ ყურძნის მარცვლები და კარამბოლას ნაჭერი. ზემოდან მოვასხათ დარჩენილი ჟელე. შევდგათ მაცივარში 2 საათით (ჟელეს მაცივარში 2 საათზე მეტხანს თუ გავაჩერებთ, შეიძლება ხილში არსებულმა მჟავამ გაადნოს, ამიტომ ამ დესერტის დიდი ხნით ადრე მოხაზირება არ გამოგვივა, გავაკეთებთ თუ არა, უნდა მივირთვათ).
ნაღები და ვანილის შაქარი გავთქვიფოთ მსუბუქად, ჟელეები თეფშებზე გადმოვაპირქვავოთ, მოვრთოთ ნაღებით და ლიმონის კანის ბურბუშელებით. ჟელე ფორმიდან ადვილად რომ გადმოსრიალდეს, ფორმა სულ რამდენიმე წამით მდუღარე წყალში ჩავდოთ. ვისაც ზედმეტად ტკბილი გიყვართ შეგიძლიათ მოასხათ მორჩენილი სიროპიც.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი


0 კომენტარი.:

Post a Comment