ჟოლოს და ხაჭოს ნამცხვარ

Approved by Mary Poppins


12 პორცია
ინგრედიენტები: 50 გრ კარაქი, მწიკვი მარილი, 125 გრ ფქვილი, 4 კვერცხი, 750 გრ ცხიმიანი ხაჭო, 100 გრ შაქარი, 1 პაკეტი ვანილის შაქარი, 350 გრ ჟოლო (გამოდგება გაყინულიც), 2 ს/კ მოხალული ნუშის ფანტელები, შაქრის პუდრა თავზე მოსაყრელად
შუს ცომის მოსამზადებლად სქელძირიან ქვაბში წამოვადუღოთ წყალი, მარილი და კარაქი. ჩავყაროთ ფვქვილი, ძალიან დავუწიოთ ცეცხლი ან სულ გამოვრთოთ და ვურიოთ, სანამ ცომი ერთიანი გუნდა არ გახდება და ქვაბის ფკერიდან მოშორებას არ დაიწყებს. ცომი გადავიტანოთ ჯამში და სათითაოდ დავუმატოთ კვერცხები. მეორე კვერცხს ნუ ჩამუმატებთ, სანამ ერთი კარგად არ გადაირევა ცომში. მერე დავუმატოთ ხაჭო, შაქარი და ვანილის შაქარი. ჟოლო გადავარჩიოთ, გავრეცხოთ და შევაშროთ. ღუმელი 180°C-მდე გავახუროთ. 26 სმ დიამეტრის გასახსნელ ტორტის ფორმას წავუსვათ კარაქი და ჩავაფინოთ დაცხიმული პერგამენტი. ცომში გადავურიოთ ჟოლო, ჩავასხათ ფორმაში, მოვასწოროთ და ვაცხოთ 90 წუთის განმავლობაში. კიდევ 10 წუთი გამორთულ ღუმელში გავაჩეროთ. ნუშის ფანტელები მოვხალოთ და გამომცხვარ ნამცხვარს გვერდებზე მივაწებოთ, ცოტა დავაწვეთ კიდეც.  შაქრის პუდრა მოვაყაროთ, გავაგრილოთ და მივირთვათ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment