ლეღვი ღვინის კრემით

Approved by Mary Poppins


ლეღვი ღვინის კრემით
4 პორცია
ინგრედიენტები: 150 გრ ჯუჯა ფორთოხალი ანუ კუმკვატი, 250 მლ პორტვეინი, 150 მლ შავი მოცხრის წვენი, 1 დარიჩინის ჩხირი, 1 ვარსკვლავა ანისულა, 3 მიხაკი, 10 ცალი ლეღვი, 1 ჩ/კ სახამებელი
კრემისთვის:2 ფორთოხალი, 250 გრ ცხიმიანი ხაჭო, 250 გრ უცხიმო ხაჭო, 50 გრ ლერწმის შაქარი, 200 მლ ნაღები
კუმკვატი (იყიდება „გუდვილში“) გავრეცხოთ და დავჭრათ თხელ რგოლებად. ქვაბში ერთმანეთში ავურიოთ პორტვეინი, მოცხრის წვენი, დარიჩინი, მიხაკი, ანისულა, კუმკვატის რგოლები და წამოვადუღოთ. გავაჩეროთ 10 წუთი. ლეღვებს ავათალოთ კანი ზოლებად და შესუნელებულ პორტვეინში ვხარშოთ 3-4 წუთის განმავლობაში. ამოვიღოთ ლეღვები. სახამებელი ცოტაოდენ ცივ წყალში გავხსნათ და პორტვეინში ჩავამატოთ. პორტვეინის სოუსი რომ შესქელდება, გადმოვდგათ ცეცხლიდან, ისევ ჩავალაგოთ ლეღვები. პორტვეინიანი ქვაბი ჩავდგათ ყინულებიან და ცივ წყლიან ჯამში გასაგრილებლად.
ფორთოხლებიდან გამოვწუროთ წვენი. ჯამში ერთმანეთში გადავურიოთ ხაჭოები, ფორთოხლის წვენი და შაქარი და ვთქვიფოთ შაქრის ბოლომდე გადნობამდე. მერე ავთქვიფოთ ნაღები და გადავურიოთ ხაჭოს კრემში. 2 ლეღვი გავჭრათ შუაზე და თითო თეფშზე გავანაწილოთ 2,5-2,5 ლეღვი. გავაფორმოთ კრემით და პორტვეინის სოუსით.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment