ქილაში გამომწყვდეული გოგრის და ფორთოხლის დუეტი

Approved by Natia Jinjolava


ეს რეცეპტები კულინარიის  ჩვეულებრივი პროდუქტებისგან დამზადებული ორიგინალური და უჩვეულო კერძების მოყვარულთათვისაა განკუთვნილი.

გოგრის ჯემი ფორთოხლით
1.5 კგ კანგათლილი  და გახეხილი  გოგრა
800 გრ. შაქარი
1ლ. წყალი
300 გრ. ლიმონი (წვენი და ცედრა)
200 გრ. ფორთოხლის წვენი
100 გრ. ცოცხალი ჯანჯაფილის (იმბირის) ფესვი (წვრილად და გრძლად დაჭრილი)
1 ჩ.კ.  ჯანჯაფილის ფხვნილი
½ ჩ.კ. დარიჩინი (სურვილისამებრ)
ყველა ინგრედიენტი (შაქრის გარდა) ჩაყარეთ სქელძირიან ქვაბში და ხარშეთ დარბილებამდე. შემდეგ დაუმატეთ შაქარი და განაგრძეთ ხარშვა. მიიყვანეთ ადუღებამდე და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე, შიგადაშიგ მოურიეთ, დაახლოებით ერთ საათში მასა შესქელდება და ზომაშიც დაიკლებს. მზა ცხელი ჯემი ჩაასხით  მომზადებულ ხრახნიან თავსახურებიან 0,5ლ ქილებში.

გოგრის მურაბა ფორთოხლით
3 კგ გოგრა
2კგ შაქარი
1 კგ ფორთოხალი
ნახევარი ლიმონის წვენი ან 1 ჩ.კ ლიმონის მჟავა
გოგრა დაჭერით წვრილ ნაჭრებად ( 1,5-2სმ). დააყარეთ  შაქარი და გააჩერეთ ერთი ღამე (7-8სთ). ამ დროის შემდეგ სამურაბე ქვაბი შემოდგით ცეცხლზე. ამასობაში ფორთოხალს სახეხის მეშვეობით გააცალეთ კანის ზედა ფენა, კურკებგამოცლილი და თეთრი კანისგან გაცლილი ფორთოხალი კი  დააბლენდერეთ და დაუმატეთ გოგრას. ადუღეთ გოგრა 1.5-2 სთ განმავლობაში, მასამ მესამედით უნდა იკლოს. საბოლოოდ გამზადებამდე 15 წუთით ადრე დაუმატეთ ლიმონის წვენი ან ლიმონმჟავა, თუ ლიმონს დაუმატებთ დასაწყისში, გოგრა მოუხარშავი დარჩება. ცხელი მურაბა ჩაასხით მომზადებულ ხრახნიან თავსახურებიან 0,5ლ ქილებში.

კეთილი სურვილებით, თქვენი იუფიმია ენდრიუსი

0 კომენტარი.:

Post a Comment