ვარიაცეიები გოგრის ნამცხვრის თემაზე

Approved by Natia Jinjolava


LIBBY'S გოგრის ნამცხვარი
10 პორცია
¾ ჭ ფქვილი, ½ ჩ/კ სოდა, ½ ჩ/კ დაფქული დარიჩინი, ½ ს/კ დაფქული მიხაკი, ¼ ჩ/კ მარილი, 3 ცალი კვერცხი, 1 ჭ შაქარი, 2/3 ჭ გოგრის პიურე, 1 ჭ წვრილად დაჭრილი ნიგოზი (სურვილის შემთხვევაში)
გულსართი: 200 გრ ნაღების ყველი (მასკარპონე, ფილადელფია ან რიკოტა), 1 ჭ შაქრის პუდრა, 5 ს/კ დარბილებული კარაქი, 1 ჩ/კ ვანილიანი შაქარი
შაქრის პუდრა ნამცხავრზე მოსაყრელად
გავახუროთ ღუმელი 190°C-მდე. 38Χ25 სმ-ზე საცხობ ფირფიტაზე დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი და წავუსვათ ცხიმი. მოვაფრქვიოთ ფქვილი, დავფერთხოთ და გადავდოთ გვერდზე. სამზარეულოს ჩაის ტილოს მოვაფრქვიოთ შაქრი პუდრა და ისიც გვერდზე გადავდოთ.
ჯამში ერთმანეთში გადავურიოთ ფქვილი, სოდა, დარიჩინი, მიხაკი და მარილი. ცალკე ჯამში ავთქვიფოთ შაქარი და კვერცხი. დავუმატოთ გოგრის პიურე და ვთქვიფოთ სანამ კარგად არ აირევა ერთმანეთში კვერცხი და გოგრა. გადავურიოთ ფქვილის ნარევი. ცომი დავასხათ საცხობ ფირფიტაზე, თავზე მოვაყაროთ ნიგოზი და შევდგათ ღუმელში 13-15 წუთით.
მზა ბისკვიტი გამოვიღოთ ღუმელიდან და გადმოვაყირავოთ შაქრის პუდრამოყრილ ტილოზე, ავაცალოთ პერგამენტი და ტილოს დახმარებით, სანამ ცხელია და არ გამხმარა, ვიწრო გვერდიდან დავახვიოთ რულეტად. გავაგრილოთ.
ყველი, შაქრის პუდრა, ვანილის შაქარი და კარაქი ვთქვიფოთ მანამ, სანამ კრემის კონსისტენციის მასას არ მივიღებთ. ფრთხილად გავშალოთ დახვეული ბისკვიტი, წავუსვათ კრემი და ისევ დავახვიოთ. გავახვიოთ ცელოფანში და მაცივარში შევდოთ მინიმუმ 1 საათით. ჭამის წინ მოვაშოროთ ცელოფანი და მოვაყაროთ შაქრი პუდრა.

ბიცოლა ელენეს გოგრის ნამცხვარი
4 კვერცხი, 1 2/3 ჭ შაქარი, 2 ჭ გოგრის პიურე, 1 ჭ ზეთი, 2 ჩ/კ დაფქული დარიჩინი, 1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი, 2 ჭ ფქვილი, ½ ჩ/კ სოდა, ½ ჩ/კ მარილი, ½ ჭ დაჭრილი ნიგოზი ან პეკანი
კერმისთვის: 100 გრ ნაღები ყველი, 50 გრ დარბილებული კარაქი, ¾ ჭ შაქრის პუდრა, 1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
გავახუროთ ღუმელი 180°C-მდე. დიდი ზომის ჯამში ავთქვიფოთ კვერცხები, დავუმატოთ შაქარი, გოგრის პიურე, ზეთი, დარიჩინი და ვანილი. ვთქვიფოთ კიდევ ცოტა ხანი. გადავურიოთ ფქვილი, სოდა, მარილი და ნიგოზი. ჩავასხათ 23Χ32 სმ-ზე დაცხიმულ ფორმაში და ვაცხოთ 30-40 წუთის განმავლობაში, სანამ ნამცხვარ არ დაიბრაწება ოქროსფრად. გამოვიღოთ ღუმელიდან და გავაგრილოთ. ავაცალოთ პერგამენტი.
კრემისათვის ავთქვიფოთ ყველი და კარაქი შაქრის პუდრასთან და ვანილთან ერთად. მზა კრემი გადავუსვათ ბოლომდე გაგრილებულ ნამცხვარს. შევდგათ მაცივარში 1 საათით მაინც და მერე გემრიელად მივირთვათ.

პატარა, საყვარელი გოგრები
გამოდის 8 გოგრა
150 გრ დარბილებული კარაქი, 200 გრ ნაღების ყველი, 2 ჭ შაქარი, 2 მსხვილი კვერცხი, 1 ½ ჭ გოგრის პიურე, 1 ½ ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი, 3 ჭ ფქვილი, 1 ჩ/კ დარიჩინი, ½ ჩ/კ სოდა, ½ ჩ/კ მარილი, კარამელისა და რომის სარკალა
კარამელისა და რომის სარკალასთვის: 1 ჭ ლერწმის შაქარი, 100 გრ კარაქი, 50 მლ შესქელებული რძე, 1 ჭ შაქრი პუდრა, 1 ს/კ რომლი
კარამელის ყუნწები და ფოთლები (შეგიძლიათ შეცვალოთ მარციპანის ყუნწებით და ფოთლებით)
გავახუროთ ღუმელი 180°C-მდე. მიქსერით საშუალო სიჩქარეზე ავთქვიფოთ ნაღების ყველი და კარაქი კრემის კონსისტენციამდე. დავუმატოთ კვერცხები სათითაოდ, ჩავათქვიფოთ გოგრის პიურე და ვანილის ექსტრაქტი. ფქვილი და დარჩენილი ინგრედიენტები ერთმანეთში გადავურიოთ და თანდათანობით დავუმატოთ კვერცხის და კარაქის მასას. გოგრის ფორმი მქონე 16 კექსის ფორმას (შეგიძლიათ გამოიყენოთ ტარტალეტკის ფორმებიც) წავუსვათ ცხიმი და ჩავასხათ ცომი. ფორმები შევავსოთ ¾-ზე. შევდგათ გახურებულ ღუმელში და ვაცხოთ 24-26 წუთი. შევამოწმოთ ხის ჩხირით (მზა კექსიდან შუაგულში ჩარჭობილი ხის ჩხირი მშრალი უნდა მოვიდეს. ნამცეცები თუ ამოყვა, ნამცხვარს გმოცხობა აკლია). გამოვიღოთ გოგრები, 5 წუთი გავაჩეროთ ფორმაში. მერე გადმოვაპირქვავოთ, ამოვიღოთ ფორმიდან და გავაგრილოთ ბოლომდე. კექსებს მომრგვალებული თავები გადავაჭრათ, მოვასწოროთ, რომის სარკალა გადავუსვათ და ერთმანეთს 2-2-ად დავაწებოთ, ისე რომ მთლიანი გოგრა გამოგვივიდეს. კარამელისგან ან მარციპანისგან გამოვძერწოთ გოგრის ყუნწები და ფოთლები და მოვრთოთ ნამცხვარი, ზემოდან კი მოვაწუწოთ სარკალა.
სარკალას მოსამზადებლად: კარაქი, შესქელებული რძე და შაქარი მოვათავსოთ სქელძირიან ქვაბში და საშუალო ცეცხლზე წამოვადუღოთ, შიგადაშიგ ვურიოთ. ვადუღოთ 1 წუთი და თან ვურიოთ. გადმოვდგათ ცეცხლიდან, დავუმატოთ შაქრის პუდრა და რომი და ვთქვიფოთ 3-5 წუთის განმავლობაში, სანამ მასა გაგრილებას და შესქელებას არ დაიწყებს. გამოვიყენთ მომზადებისთანავე.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment