ფორთოხლის ტარტი ფრანგულად

Approved by Mary Poppins


ფორთოხლის ტარტი
გამოდის 12 ნაჭერი
26 სმ დიამეტრის და 3 სმ სიმაღლის ფორმისთვის: ცომისთი - 100 გრ კარაქი, 50 გრ შაქრის პუდრა, 1 კვერცხის გული, 150 გრ ფქვილი;
გულსართი - 50 გრ ფორთოხლის ჯემი, ¼ ლ ნაღები, 100 გრ შაქარი, 6 კვერცხი, 3 ლიმონის გახეხილი ცედრა;
მოსართავად - 1 ფორთოხალი, 50 გრ შაქარი, 2 ს/კ წყალი, 2 ცალი კრაჭუნა ალუბალი
ფქვილით, შაქრით, კვერცხის გულით და კარაქით მოვზილოთ ფხვიერი ცომი. გავახვიოთ ცელოფანში და შევდოთ მაცივარში 2 საათით. მერე გამოვიღოთ ცომი მაცივრიდან და ფქვილმოყრილ დაფაზე გავაბრტყელოთ 2 მმ-ს სისქეზე. ცომი ამოვაფინოთ ცხიმწასმული კერამიკის საცხობ ფორმაში. გადავუსვათ ფორთოხლის ჯემი. ღუმელი გავახუროთ 200°C-მდე. ნაღები, შაქარი, კვერცხები და ლიმონის ცედრა  ავთქვიფოთ კარგად. ათქვეფილი კრემი დავასხათ ცომზე, შევდგათ ღუმელში და ვაცხოთ 50-60 წუთი. ფორთოხალი გავფცქვნათ და დავჭრათ ძალიან თხელ ნაჭრებად. შაქრისა და წყლიგან მოვადუღოთ სქელი სიროპი. ფორთოხლი ნაჭრები 3 წუთის განმავლობაში ჩავალაგოთ ცხელ სიროპში (ნუ მოხარშავთ!). ფორთოხლის ნაჭრებიდან ზედმეტ სიროპს ჩამოწურვა ვაცალოთ და მერე მზა ტარტზე დავალაგოთ. მოვრთოთ კრაჭუნა ალუბლებით და გემრიელად მივირთვათ!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment