„ფუტკრის ნაკბენი“ (Bienenstich)

Approved by Mary Poppins

არ დაფრთხეთ, ამ „საშიში“ სახელის პატრონი სრულიად უწყინარი, უპრეტენზიო და, ამავე დროს, საკმაოდ გემრიელი ნამცხვარია და ჩვენი „გერმანული კულინარიული ტრიადის“ მესამე წევრია.
შემადგენლობა:
ცომი: 200მკ ნაღები (33%-იანი), 0,5 ჭიქა შაქარი, 5 კვერცხი, 2 ჭიქა ფქვილი, 15გ გამაფხვიერებელი, 2 პაკეტი ვანილი.
ნუშის სარკალა: 4სკ ნაღები, 1 ჭიქა შაქარი, 1 პაკეტი ვანილი, 50გ თაფლი, 80გ კარაქი, 200გ ნუში.
ათქვეფილ კვერცხს ცომის ინგრედიენტები (შაქარი, ნაღები, ფქვილი, გამაფხვიერებელი, ვანილი) დავუმატოთ და კარგად ავურიოთ. მიღებული მასა ცხიმწასმულ ფორმაში (ან პერგამენტის ქაღალდიან) გადავიტანოთ და ვაცხოთ 200 გრადუს ტემპერატურაზე 20-30წუთის განმავლობაში.
სანამ ჩვენი „ბისკვიტი“ ცხვება, სარკალას (ან, უფრო სწორად, ნუშის ქერქს) მივხედოთ: გავადნოთ კარაქი და დავუმატოთ შაქარი, ნაღები, თაფლი, ვანილი და თხელ ფირფიტებად დაჭრილი ნუში.
ღუმელიდან ბისკვიტი გამოვიღოთ, თავზე სქელ ფენად ნუშიანი მასა წავუსვათ და ისევ ღუმელში ჩავაბრუნოთ დაახლოებით 20 წუთით. დროდადრო შევამოწმოთ: ნუშის ფენა უნდა გაყავისფრდეს!
ჩვენ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია, გერმანელებს „გავუსწროთ“ და ეს ნამცხვარი ტორტად ვაქციოთ:  ბისკვიტი შუაზე გავჭრათ და წავუსვათ ვანილის პუდინგის, შაქრის, ნაღებისა და კარაქისგან დამზადებული კრემი. ერთი სიტყვით, ეს თქვენს ფანტაზიასა და გემოვნებაზეა დამოკიდებული... აბა, თქვენ იცით, und etzt ist es an euch!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი

1 კომენტარი.:

  1. Efigenia Doubtfire

    რა მადის აღმძვრელად გამოიყურებაა. მინდა გამოგიტყდეთ რომ ამ ბლოგმა ჩემზე სასიკეთო გავლენა მოახდინა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ნამცხვრების ცხობისა და საჭმელების კეთების სურვილმა გაიღვიძა ჩემში:) ბუნებრივია, როდესაც ნამცხვარი ასე მადის აღმძვრელად გამოიყურება სურათში შენც გინდება მისი გასინჯვა. ამისათვის კი გერმანიაში წასვლაზე უფრო ადვილი მისი შინაურ პირობებში დამზადებაა. ჰო და მეც ვაცხოვბ და ვაცხობ:)) მიუხედავად იმისა რომ ახლად გამომცხვარი კულინარი ვარ, ჩემს გაკეთებულ საჭმელს თუ ნამცხვარს ჯერ არავისთვის უწყენია, საბედნიეროდ გარშემო ყველა ცოცხალია:))) ასე რომ პროგრესი მაქვს:)

Post a Comment