ჯეიმი ოლივერის ვენეციური Tiramisu

Approved by Natia Jinjolava

შესანიშნავი რეცეპტია. მართალია, კლასიკური ტირამისუსგან განსხვავდება, მაგრამ ბევრად უფრო მსუყე და მართლა ძალიან გემრიელია. გოგლი-მოგლის მოყვარულები თუ არ ხართ და უმი კვერცხი კრემში გეხამუშათ, თავისუფლად შეგიძიათ შეცვალოთ კრემი „საბაიონით“, რომლის მომზადების წესი დეკემბერში უკვე შემოგთავაზეთ („მთვრალი ალუბალი შოკოლადში“). თუმცა, არ დაგზარდებით და აქვე გავიმეორებ:
კრემი საბაიონი: 2 კვერცხი, 4 სკ შაქარი.
ჯამში ჩავტეხოთ  კვერცხები, დავამატოთ შაქარი და შემოვდგათ წყლის აბაზანაზე ( ვინც არ იცის რა არის იმისთვის: დიდ ქვაბით ავადუღოთ წყალი და ზემოდან შემოვდგათ კრემიანი ჯამი). მიქსერით ვთქვიფოთ შესქელებამდე, ზომაში დაახლოებით 4-ჯერ უნდა გაიზარდოს. არავითარ შემთხვევაში არ აგიდუღდეთ - კვერცხი შეიკვრება და კრემის ნაცვლად ტკბილი ომლეტი გამოგივათ! მასა კრემის კონსისტენციამდე რომ მივა, გადმოვდგათ, და ასევე თქვეფა-თქვეფით გავაციოთ.
ორიგინალში საბაიონს 200 გ ათქვეფილი კარაქი ემატება, ტირამისუსთვის კი კარაქის ნაცვლად ჩაათქვიფეთ მასკარპონე. ღვთაებრივი დესერტი გამოგივათ!
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment