„მერსედესი“, გიტარა და უცხო ენა...

Approved by Mary Poppins

თქვენ გასართობად მკითხაობაზე ყვებოდით და მე „გულისგამგმირავი“ ისტორია უნდა მოგითხროთ. ერთმა ჩემი ცოდვით სავსე ყოფილმა თანამშრომელმა საიდანღაც ვიღაც “გადასარევი“ მიკითხავის ტელეფონის ნომერი გააძრო, ბედის გაუმჯობესების სურვილით აღტკინებული გოგოები დარაზმა და ვიღაც ბელას სახლში უხმო. ვიცი, რომ კონკრეტიკას და პიროვნებების დასახელებას გაურბიხართ, მაგრამ ბელას სახელს ვერ დავმალავ. მისი ტელეფონის ნომერი რომ ვიცოდე, იმასაც დავწერდი. მოკლედ, თუ გაიგებთ რომ მკითხავს ბელა ქვია,  ძალიან გამხდარია და ცბიერი სახე აქვს, სახლში ნუ შემოუშვებთ! დამიჯერეთ, თორემ სანამ „ნისიაზე მკითხაობას“ არ დაგაწყებინებთ, არ შეგეშვებათ. ჯერ ოქროს მთებს და ბედნიერების ზღვას დაგპირდებათ (გუთხოვრებისთვის კლასიკური ფრაზა აქვს, ოთახში ეფექტურად შემოვა, თითს გამოიშვერს და: „2 წელიწადში შენ ბავშვით ხელში გხედავ!“), მერე დაქალებში ჭორებს შეაგროვებს (კარგი მოსმენა იცის), სადაც არ დაეზარება, და გაითვალისწინეთ, რომ ძალიან ენერგიულია, ყველგან და ყველასთან ენას მიიტანს და ბელას მიერ მოგონილი, ვითომ შენს წინააღმდეგ გამართული მეგობრების ინტრიგების გაშიფვრის სურვილით შეპყრობილს მაგარ ფულსაც აგახევს.
ჰოდა, იმას ვამბობდი, რომ ახლობლები შეგვკრიბეს და სტურმად მისულებს ბელა დაგვახვედრეს.  2-მა მკითხობაზე უარი განვაცხადეთ (მეორემ რელიგიური მოტივით და მე ბელას აფერისტი სახის დანახვის გამო, და ისედაც ვერ ვიტან ოფიციალური მკითხავებს) და დაიწყო... ერთი პარიზში გაუშვა აგვისტოში, მეორეს -  შვილი გაუგზავნა იტალიაში, მესამეს, რომელიც დიდი ხანია დაფეხმძიმებას ცდილობს, უახლოეს მომავალში შვილს დაპირდა და გახარებული ცხარე ცრემლებით აქვითინა. მერე ჩემს სამშვილიან მეზობელს დაადგა თვალი და ყელმოღერებულმა თავისი „ზნამენიტი“ გამოსვლა მოაწყო: „შენ თხოვდები! 2 წელიწადში ბავშვით ხელში გხედავ!“ და ჩემს სიფათს რომ შეხედა, მიხვდა ჯობდა გაჩუმებულიყო.
დამიჯერეთ, ამ ჩამონათვალიდან არაფერი არ ამხდარა! მაგრამ... ბელა შეკრებების განუყოფელი ნაწილი გახდა. ვის და რას არ პირდებოდა. თანაც  ყველაფერს თვოთონვე უყვებოდნენ. ბელას თანხმობის გარეშე ცხვირსახოცსაც აღარ ყიდულობდნენ, ბათუმში წასვლაზ აღარ ვლაპარაკობ... ბელას ერთადერთი ადამიანი უშლიდა ნერვებს - მე. ჰოდა, შურიც ვირტუოზულად იძია.
ზღვის ნაპირზე ჩემთვის მშვიდად წამოწოლილი სანამ ვისვენებდი, ბელამ ერთ ჩემს ახლობელს უმკითხავა: რომ მე ჩამოვიდოდი და ვიღაც დათოს გავაცნობდი. უბრალო დათოს კი არა, უცოლოს, „მერსედესიანს“, უცხო ენისა და გიტარაზე დაკვრის მცოდნეს და თანაც სიმპატიურს. ამ დათოს უნდა ეგრიალებინა და მერე... რომელიღაც ქვეყნის ელჩი ითხოვდა ცოლად. აი, რაში სჭირდებოდათ ეს უბედური. თოფით დამადგნენ თავზე, ამაწიოკეს, ჩემი ნაცნობი დათოების კატალოგი შეადგინეს: ზოგს „მერსედესი“ არ ყავდა, ზოგს ყავდა მაგრამ გიტარაზე დაკვრა არ იცოდა, ან ცოლიანი იყო... ბელას ხელდასმით ჩემი ცხორების ერთადერთი მიზანი დათოებზე ნადირობა გახდა (სულაც არ მეხალისებოდა, მაგრამ ვინ მასვენებდა, ელჩის ცოლობას მოწყურებული და ელჩის მომავალ ცოლთან დაახლოებული პირები მორალური ზეწოლის განსახორციელებლად ლამის ჩემთან დასახლდნენ). თავმობეზრებული, ნაცნობ ბიჭებს ვეხვეწებოდი დათო დაირქვით, და სულ ერთხელ მოიტყუეთ-თქო. მოხალისე ვერსად ვიპოვე და ამ ძებნაში გაგიკვირდებათ და თვით დათო აღმოვაჩნე - 10 წლის უნახავი კლასელი. სიმპატიურიც, უცოლოც, „მერსედესიანიც“ და უცხო ენათა წვრთნილიც. ერთადერთი, მისი მუსიკალური ნიჭის შესახებ არ მქონდა ცნობები.
ახლა არ იკითხავთ, დათოს ჩემს სახლში შემოსატყუებლად რა შრომა დავხარჯე, ნახევარი კლასი ჩავრთე ოპერაციაში. გაკოჭილი მოვიყვანე და მივგავრე ჩემს ახლობელს. ხელბორკილების ახსნამდევე კითხეს, გიტარაზე თუ უკრავო - უკრავდა! აღარ გავაგრძელებ, ტელეფონის ნომრები გაცვალეს და ერთმანეთს რამდენჯერმე დაუკავშირდნენ, რესტორანში წასვლაც კი დაგეგმეს... პირდაპირ გეტყვით, არც დათოსთან გამოვიდა რამე და ელჩი კი არა, ელჩობის პოტენციური კანდიდატიც კი არავის უნახავს თვალით.
„გატეხილში“ მყოფ გოგოს დაქალების შერცხვა და თქვა, დათოს ერთის მეტად არ შევხვედრილვარო. შედეგად, ბელა ყველგან დადის და ყვება, რომ ეს მე შემშურდა, დათო ჩემთვის მომეწონა (გეგონება ამდენი წელი არ ვიცნობდი) და საბრალო ერთი ნახვით შეყვარებულები ერთმანეთს აღარ დავაკონტაქტე და უფრო მეტიც, შეგნებულად დავაშორე. თან  ჩემი "უსაქციელობისთვის" ფრიად უცენზურო ეპითეტებითაც გულუხვად მამკობს J ბელას მრავარიცხოვანი ნაბოდვარიდან ერთი მაინც რომ ახდენილიყო (ისიც ნახევრად), მე ვიზრუნე, მე მარბენინეს, მე დამტკვირეს და მაინც მე გამოვედი ცუდი. რაღა დამრჩენოდა, ბელომანების მთელ „სასტავს“ ხელი დავუქნიე, მშვიდობა ვუსურვე და „no comment“ რეჟიმში გავეცალე. და რა? გგონიათ შეიმჩნიეს? პერიოდულად მირეკავენ და მიყვებიან ბელა როგორ უშლით ნერვებს...
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მადამ დუროვა

2 კომენტარი.:

  1. Dediko Ru

    КАК ПРИГОТОВИТЬ МУЖЧИНУ?

    Возьмите одного свежего мужчину, хорошенько промойте ему мозги, добавьте стакан нежности, две столовых ложки здравого смысла, щепотку ревности, пригоршню страсти... Медленно доведите до кипения и употребляйте, соблюдая технику безопасности. Не использовать вблизи подруг! Хранить в сухом, теплом месте при умеренном доступе его друзей. Перед употреблением заболтать :))))))))))

  1. mamihlapinatapai

    gepicebit simartles amboobss:))))))))

Post a Comment