გულისამაჩუყებელი წერილი სამოგზაუროდ მიმავალ მეგობარს...

Approved by Mary Poppins


ჩემო პოლი,
ილფი და პეტროვი
გიშვებთ შესანიშნავ კულინარიულ მოგზაურობაში და გული მაინც მეწურება. ჯერ ერთი, მეც მინდა! მეორე, მე აქ მარტომ რა ვაკეთო? ერთგული „სარატნიკი“ გამექცა. შენი მკაცრი ხელი აშკარად დამაკლდება. ერთი-ორი დღე ავიწყვიტავ და ქუჩაში გავიჭრები, მაგრამ მესამე დღეს წერის სურვილი რომ მომეძალება მერე რა ვქნა?
ძმები ტავიანები
შენთან ერთად „შრომას“ და ერთმანეთის ნაშრომში ცხვირის ჩაყოფას ისე შევეჩვიე, საყოველთაო შვებულების სეზონზე ოფისში ობლად დარჩენილ მდივანს ვემსგავსები.  თან უნდა ვაღიარო, რომ შესანიშნავი ტანდემი ჩმოვაყალიბეთ: ძმები ტავიანები (კოენებიც წავა), ილფი და პეტროვი, ნირო ვულფი და არჩი გუდვილი, ან და სერჟ გოლონები, ტერნერი და ჰუჩი... გამაჩერეთ ახლა! სანამ ვინმე მომიბრუნდა და მეტყვის: მოკეტე, ჩემო ქილილავ და დამანავო... ისე, ორქიდეების მოშენება ხომ არ დამეწყო? რაღაც საეჭვოდ დავჯექი სახლში.
ტერნერი და ჰუჩი
 ნეტა, ოდესმე თუ მოვახერხებ, წერას რაზეც დავიწყებ იგივე თემაზე გავაგრძელო? ერთადერთი მიზანი მაქვს, მინდა კეთილი მგზავრობა გისურვო. თან სულ თითებზე ვირტყამ, მკითხველს ჩვენი შესანიშნავი ჩანაფიქრი წინასწარე არ გავუმხილო და რამე არ წამომცდეს. არა, კულიანრიულ მივლინებაში რომ გაგამგზავრეთ, მაგას არ ვმალავ, მაგრამ რაზე მოგვიყვები... უჰ, ოჰ, აჰ... მეც კი მოუთმენლად ველოდები. თან შენი ამბავი რომ ვიცი, რაიმე გაუთვალისწინებელსაც მოძებნი და შემოგვთავაზებ. მთავარია, მარშრუტიდან არ გადაუხვიო და ავსტრია-გერმანიის ნაცვლად ნიკარაგუაში არ ამოყო თავი. ანუ ჩვენი სტატიებივით, ერთზე წერა არ დაგეგმო და მეორე არ გამოგივიდეს.
ძმები კოენები
 რას გისურვებ? არაჩვეულებრივ მოგზაურობას. საქმესთნ ერთად სულიერ და ფიზიკურ დასვენებას. უამრავ ჯანსაღ შთაბეჭდილებას და ულევ მასალას (ანუ კურიოზებს) ჩვენი ბლოგისთვის. ახალ ნაცნობობას, საინტერესო ადგილების აღმოჩენას, ბევრ გართობას, ჩვენთვის წერილების წერისგან სიამოვნების მიღებას და რაც მთავარია, არ დაგავიწყდეს ვისი გორისა ხარ. ანუ, დათქმულ დროს მშვიდობიანად დაგვიბრუნდი. ჩვენც ხალხი ვართ!
არჩი გუდვინი და ნირო ვულფი
მომიკითხე ყველა ახლობელი, გაგვირკვიე ბლოგკოლეგგიის გასვლითი სხდომის ბურგუნდიაში ან ტოსკანაში მოწყობის პირობები (ზაფხულში აჯობებს, რათქმაუნდა), ბრიუგეში შოკოლადის მაღაზიში რომ შეხვალ,  ჩემს მაგივრადაც შეისუნთქე იქაური სურნელი, ორიოდე ბავარიული სოსისიც დააგემოვნე ჩემს სახელზე, დამასკოს ტკბილეულსაც გაჰკარი კბილი და შვეიცრიაში ... ყველი, ყველი და კიდევ ყველი... წავედი ახლა, ვჭამე რამე, თორემ ჩავკბიჩე კლავიატურა!
კეთილი მგზავრობა, ბედნიერი ფრენა და ზურგის ქარი!

კეთილი სურვილებით, მერი პოპინსი

1 კომენტარი.:

  1. Aunt Polly

    ჩემო მერი, ნამგზავრს და დაღლილს ამ წერილის ნახვა ძალიან გამიხარდა, დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის და კარგი სურვილებისთვის! სხვათა შორის, წერისას მეც ვიგრძენი, რომ ჩემი "მეორე მე" მაკლია...

Post a Comment