საშობაო სიურპრიზი ჩემს ფანჯრის რაფაზე შემოპარული "პარტიზანისგან"

Approved by Ms Andrew

"დეკაბრისტი"
ვის როგორ და მე გაზაფხული ხშირად კალენდრით გათვალისწინებულზე გაცილებით უფრო ადრე დამიდგება ხოლმე. რაც იმაზეა დამოკიდებულია, როდის ვიწყებ, როგორც ხვნა-თესვის მოყვარული, ერთ ჩვეულებრივ აივანზე მოსაყვანი ყვავილების ნუსხის ჯერ ჩამოწერას, შემდეგ ყვავილების მაღაზიების დავლას და რეალობასთან (მორიგჯერ) შეტაკების შედეგად, ამ ნუსხის საგრძნობად დამოკლებას. რის შემდეგაც პროცესს სულ თავიდან, ანუ მცენარის თესლიდან ყვავილის გაზრდითს მცდელობით ვიწყებ. ჩემი გამოღვიძების პირველი  ნიშნები, ჩვეულებრივ, ახალი წლის დადგომასთან ერთად იჩენეს  თავს, რაც ჩემს სახლში დაბინავებული ფლორის წარმომადგენლების მიმართ ზედმეტ ყურადღებაში გამოიხატება. არა, მანამდეც ვაკონტროლებ, როგორ არიან, მაგრამ იანვრის დადგომასთან ერთად ჩემი ეს ინტერესი ერთი-ორად მატულობს. ამ ყველაფერს ასე დაწვრილებით იმიტომ გიყვებით, რომ დაგარწმუნოთ,  არაფერს ისეთს არ ველი, რაც აქამდე ყოველდღიური დათვალიერების დროს არ მინახავს.  შობადღესაც გავეშურე ფანჯრის რაფაზე მრავალრიგად განლაგებული "პლანტაციის" მოსანახულებლად და რას ვხედავ: "დეკაბრისიტის" ერთ-ერთი ტოტის წვერზე უზარმაზარი კოკორი დასკუპებულა - ვარდისფერი და საყვარელი! არადა, მინიმუმ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სისტემატიურ კონტროლზე მყავდა აყვანილი, ვათვალიერებდი, ვჩითავდი და გულში ვფიქრობდი: -" როგორც ჩანს ნაჩუქარი რომ ხარ, ამიტომ აგვიანებ ყვავილობა., ისიც, თუ გამიმართლა". მგონი "დეკაბრისტი" მის მიმართ ჩემმა უნდობლობამ ააყვავა. ამბობენ, ყველა ჯიში  ყველგან არ ყვავისო. ე.ი. რაღაცით დავიმსახურე ჩემი "პარტიზანის" აყვავება.


P.S ისე, აივანზე ჩემი ლიმნის ხის ერთადერთი ნაყოფისგან შემდგარი მოსავალი მაქვს ასაღები. ამ ღირშესანიშნავი მოვლენისთვის ბლოგკოლეგიის "ჩაეპიტიე" ხომ არ მიგვეძღვნა?


საკუთესო სურვილეით, თქვენი იუფიმია ენდრიუსი

1 კომენტარი.:

  1. Mary Poppins

    შენ ერთი დაგვიძახე და ერთ ცალ ლიმონს კი არა, მთელ გოდორს დავკრეფთ!

Post a Comment