მარტივი და გემრიელი!

Approved by Efigenia Doubtfire

მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო,


როგორც გავიგე დღეს შოკოლადის ტორტის საერთაშორისო დღე ყოფილა. ეს ძალიან ღირსშესანიშნავი თარიღია ნამცვრების ცხობის და დაგემოვნების მოყვარულთათვის. სამწუხაროდ შოკოლადის ნამცხვრის რეცეპტს ვერ შემოგთავაზებთ. მაგრამ შემიძლია გაგიზიაროთ შოკოლადის ბლინების გამოცხობის წესები. ამ რეცეპტს ერთ-ერთ ქართულ საიტზე წავაწყდი. მომეწონა ადვილი მოსამზადებელი რომ იყო და ამის გამო გადავწყვიტე მეცადა გამოცხობა. თქვენ წარმოიდგინეთ ძალიან გემრიელი გამოვიდა. მოკლედ დავიწყოთ საჭირო მასალიდან. უნდა მოიმარაგოთ: 100 გრ შოკოლადი, 250 მლ რძე, 300 გრ ფქვილი, 1/4 ჩ/კ მარილი, 3 ცალი კვერცხი , 40 გრ კარაქი, 40 გრ შაქრის პუდრა, 20 გრ კაკაო და 20 მლ ზეთი. ეს არის ფრანგული დესერტი.
ამ ბლინებში შეიძლება გავახვიოთ ნებისმიერი გულსართი: ხილი, ხაჭო, მურაბა, ნაყინი და ასე შემდეგ. შოკოლადი დავამტვრიოთ და გავადნოთ დაბალ ცეცხლზე. გავაცხელოთ 300 მლ რძის ნაწილი და ჩავასხათ გა
მდნარ შოკოლადში. კარგად ავურიოთ. გავცრათ ფქვილი და დავამატოთ კაკაო, შაქრის პუდრა და მარილი. ამ მასას დავამატოთ დარჩენილი რძე. შემდეგ ავთქვიფოთ კვერცხი ისე რომ აქაფდეს. ჩავასხათ ათქვეფილი კვერცები ბლინების ცომში ნელ-ნელა და ვურიოთ. კარაქი გავადნოთ და ჩავასხათ ცომში, მანდვე შეიძლება დავამატოთ ლიქიორი ან რომი. თუ ცომი თხელი გამოვიდა , დავამატოთ საჭირო რაოდენობით ფქვილი. ცომი უნდა გამოვიდეს თხელი არაჟნის კონსისტენციის.
ავურიოთ და დავტოვოთ 2 საათით. ტაფა გავაცხელოთ და დავაგდოთ კარაქი. შემდეგ კი
გამოვაცხოთ ბლინები. როგორც კი ბლინები გამოცხვება ოდნავ გააგრილეთ და სურვილისამებრ გაუკეთეთ შიგთავსი: ხილი, ხაჭო, მურაბა, ნაყინი და უამრავი რამ. შეგიძლიად მდიდარი ფანტაზიაც ჩართოთ :)

სცადეთ, დააგემოვნეთ და მერე თქვენი აზრი მომახსენეთ.

პატივისცემით, თქვენი იფიგენია დაუთფაიერი

3 კომენტარი.:

  1. Aunt Polly

    მშვენიერია, უნდა ვცადო! ხომ იცი, მე ზარმაცი არსება ვარ და რთული და "ნავაროჩენი" რეცეპტები საჩემო არაა, ეს კი ჩემნაირებისთვის (ასეთები კი ბლომად არიან) ზედგამოჭრილია!

  1. Natia Jinjolava

    დაიმშვიდეთ, დაიმშვიდეთ თავი! ნებისმიერ სუფლლეს და ურთულეს ნამცხვარს გამოვაცხობ, მაგრამ "ბლინჩიკების" ტაფიდან აღებას და გადაბრუნებას მხოლოდ მის ენდრიუს ვანდობ (თუმცა, ბლინები და მაჭკატები შენსანიშნავი გამომდის!). არ გეგონოთ, ადვილი საქმე იყოს! მცხობელთან ერთად ტაფაც გამობრშმედილი და მრავალნაცადი უნდა. კიდევ ერთი საჭირბოროტო თემა: სისქის მიხედვით რუსულად "ბლინჩიკებს", "ბლინებს" და "ალადებს" განასხვავებენ. ბლინი და მაჭკატი გასაგებია, მაგრამ ვინმემ იცის რა ქვია ქართულად "ბლინჩიკებს"?

  1. Natia Jinjolava

    რეცეპტი მართლაც შესანიშნავია!

Post a Comment