კენკრის ნამცხვარი ლიმონის კრემით

Approved by Natia Jinjolava

კენკრის სეზონი მოვიდა და „პეროგების“ დროც დადგა. დღეს  ძლიან გემრიელი ნამცხვრის რეცეპტს გთავაზობთ ორიგინალური ფხვიერი ცომით და ლიმონის კრემით. ცხელ ზაფხულში განსაკუთრებულად სასიამოვნოა მჟავისა და ტკბილის შეხამება.
ცომისათვის დაგჭირდებათ: 90 გრ კარაქი, 1 ს/კ შაქარი,  3 ს/კ წყალი, 1,2 ჩ/კ მარილი, 1 ს/კ ზეითუნის ზეთი და 150 გრ ფქვილი.
ლიმონის კრემისათვის: 2 კვერცხი, 2 კვერცხის გული, 100 გრ შაქარი, 130 მლ ლიმონის წვენი, 2 ს/კ ლიმონის ცედრა, 200 გრ კარაქი.
250 გრ ჟოლო და 250 გრ მაყვალი ან ნებისმიერი სხვა კენკრა მოსართავად. ჟელატინიანი შაქარი თავზე მოსასხამად.
მომზადების წესი კი ვიდეო-რეცეპში ნახეთ, ასე უფრო ადვილი იქნება.
გემრიელად მიირთვით!
(ელენე ჩეკალოვას რეცეპტებიდან)

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment