შოკოლადის „Sundae“

Approved by Natia Jinjolava

დღეს ძალიან პოპულარულ ამერიკულ კოქტეილს შემოგთავაზებთ, რომელიც ცხელ ზაფხულში საკმაოდ სასიამოვნო დასალვია და განსაკუთრებულად შოკოლადისა და ნაყინის მოყვარულებს მოეწონებათ.
ინგრედიენტები: შოკოლადის „პეჩენიე“, დაკურკული ალუბალი, ნაღები ან ვანილის ნაყინი, შოკოლადის ნაყინი, ფორთოხალი, გამდნარი შავი შოკოლადი, მშრალი თეთრი ღვინო. (ინგრედიენტების ოდენობა დამოკიდებულია თქვენი ჭიქის ზომასადა სტუმრების რაოდენობაზე).
შოკოლადის „პეჩენიე“ რაც შეიძლება წვრილად დავაქუცმაცოთ. ფორთოხალი გავთალოთ და ლებნებს კანი გავაცალოთ. ავიღოთ დიდი ჭიქა და ფენა-ფენა ჩავყაროთ დაკურკული ალუბალი, დაფხვნილი „პეჩენიე“,  ნაღები (ან ვანილის ნაყინი), შოკოლადის ნაყინი,  ფორთოხლის ლებნები, ისევ ნაღები, გამდნარი შავი შოკოლადი, შოკოლადის ნაყინი, „პეჩენიე“ და ზემოდან დავასხათ ღვინო.
გემრიელად მიირთვით!

(ჯეიმი ოლივერის რეცეპტებიდან)
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment