კვერცხის საერთაშორისო დღე

Approved by Mary Poppins


გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ასეთი რამეც არსებობს - კვერცხის საერთაშორისო დღე. თავისთავად ამ თარიღში რაიმე განსაკუთრებული და საინტერესო არაფერია, უბრალოდ, როცა აღმოვაჩინე ძალიან ვიხალისე. ხომ უნდა მოგივიდეს თავში რომ ასეთი დღე დააწესო და თან საერთაშორისო გახადო. სხვათა შორის, ერთმა ჩემმა მეგობარმა მისი არსებობის შესახებ რომ შეიტყო, ძალიან გაიხარა და სასწრაფოდ იმ ხალხის სია შეადგინა, ვისაც ეს თარიღი უნდა მიულოცოს... იმედია, გალახვას გადაურჩება. 
კვერცხის საერთაშორისო დღის არსებობას, თურმე რომის იმპერატორ კლაუდიუს ნერონ გერმანიკუსს უნდა ვუმადლოდეთ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე სულ ცოტა ხნით ადრე ევროპაში ქათმის ჭირი გავრცელებულა და უამრავი ხალხი დაღუპულა. ჰოდა, საკუთარი თავის მოყვარული რომაელები, სნეულების შიშით აღარც კვერცხს და აღარც ქათამს აღარ მიირთმევდნენ. ეპიდემიიდან სამი წლის შემდეგ, კლაუდიუსმა დიდგვაროვნებს კვერცხის ჭამა უბრძანა, მაგრამ იმპერატორის მოთხოვნას ავგუსტუს ანტონიუსის გარდა არავინ გამოეხმაურა, რომელმაც დიდი და პატარა მოხარშული კვერცხების ნადიმზე დაპატიჟა. კვერცხი ჯერ თავად მიირთვა და მერე სტუმრებსაც შესთავაზა. მეორე დღეს რომაელებმა ჯანმრთელი ავგუსტუსი რომ ნახეს, კვერცხის ჭამა დაიწყეს და ასე გამოცხადდა ძველ რომში ივნისის მესამე დღე კვერცხის საერთაშირიო დღესასწაულად. 
თანამედროვე სამყარო კვერცხი დღეს 8 ოქტომბერს აღნიშნავს, მაგრამ მე რომაელების ისტორია უფრო მომეწონა, შემთხვევით ვისარგებლე და გადავწყვიტე კვერცხის მოხარშვის, შეწვის და მომზადების სხვადასხვაგვარ მეთოდებზე მოგითხროთ.


მანამდე კი, ჩემი მოდით, ჩემი საყვარელი შოუს - Iron Chef America-ს ფორმატით გასული კვერცხების ორთაბრძოლით დავტკბეთ ერთად და ვნახოთ, თურმე რამდენი არაჩვეულებრივი რამის მომზადება შეიძლება უბრალო კვერცხით, თუნდაც ქათმის, ბატის ან სირაქლემის იყოს...




საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment