ესპანური ტორტილია - შემწვარი კვერცხი კარტოფილით

Approved by Mary Poppins


ტორტილია
ინგრედიენტები: 300 გრ ხბოს ტვინი (პირადად მე, წინასწარ მოხარშული და გაგრილებული ხბოს ხორცით ვცვლი), 1 ს/კ ძმარი, 100 გრ ლორი, 4 საშუალო ზომის კარტოფილი, 1 წითელი ბულგარული წიწაკა, 4 ს/კ ზეთი, 1 ჩ/კ მარილი, 200 გრ ცოცხალი ან გაყინული მწვანე ბარდა, 4 კვერცხი, 1 მწიკვი თეთრი პილპილი
ტვინის მომზადებას ვინც განიზრახავთ, იგი წინასწარ ცივ წყალში უნდა ჩაალბოთ, თან წყალი საათში ერთხელ უნდა უცვალოთ, მერე 1 ლ ძმრიანი წყალი აადუღეთ. ჩადეთ ტვინი და ხარშეთ დაახლოებით 7 წუთი. მოხარშულ ტვინს ცივი წყალი გადაავლეთ და აპკისაგან გაწმინდეთ. დაჭერით. კუბიკებად დაჭერით ლორი. კარტოფილი გათალეთ და დაჭერით თხლად. ბულგარული წიწაკა დაჭერით წვრილ ჩხირებად. ტაფაზე გააცხელეთ 2 ს/კ ზეთი და ტვინი ორივე მხრიდან დაბრაწეთ. გადმოვიღოთ ტაფიდან და გადავდოთ გვერდზე. ტაფაზე დაყარეთ კარტოფილი, მოვაყაროთ ½ ჩ/კ მარილი და შევწვით ჩვეულებრივად. დაუმატეთ ბარდა, ტვინი, ლორი, ბულგარული წიწაკა და მოურიეთ. თუშეთ დაახლოებით 2-3 წუთის განმავლობაში. ცალკე ჯამში ათქვიფეთ კვერცხი მარილთან და პილპილთან ერთად და მოასხით კარტოფილს. ბრაწეთ სანამ ქვევიდან დაბრაწულ ოქროსფერ ქერქს არ გაიკეთებს. მერე ტორტილია თეფშზე გადაიტანეთ, ტაფაზე ცოტა ზეთი დაამატეთ და ტორტილია მეორე მხრიდანაც დაბრაწეთ.
გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment