კრევეტების კოქტეილი

Approved by Mary Poppins


მე-20 საუკუნის 80-იანი წლების ევროპის უპერპოპულარული სალათის, კრევეტების კოქტეილის ჯერიც დადგა. გარდა იმისა, რომ საქათველოსთვის ძალიან უცხოა, მისი მომზადება ძალიან ადვილია და გარეგნულადაც ძალიან ეფექტურად გამოიყურება - მას ხომ სტუმრებს ჭიქაში, უფრო ხშირად კი მარტინის ფუჟერში ჩალაგებულს მიართმევენ ხოლმე. 

კრევეტების კოქტეილი კლასიკურად
4 პორცია
400 გრ მოხარშული კრევეტები, 1 პატარა თავი გარეცხილი და გასუფთავებული სალათი ლატუკის ფოთლები, 5 თავშედგმული ს/კ მაიონეზი, 5 ს/კ კუბიკებად დაჭრილი კან და თესლგაცლილი პამიდორი, 2 ჩ/კ ვორჩესტერის სოუსი, 2 /კ გახეხილი პირშუშხა, რამდენიმე წვეთი ტაბასკოს სოუსი, 1-2 ს/კ ლიმონის წვენი, დაფქული პაპრიკა ზევიდან მოსაყრელად, 4 ჩ/კ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, პილპილი
გავარჩიოთ კრევეტები, 4 ცალი მოსართავად შევინახოთ. (გაყინულ კრევეტებს თუ იყიდით, აუცილებლად ოთახის ტემპერატურაზე გაალღვეთ და წყალქვეშ ნუ დადებთ, თორემ უგემური გახდება და მერე ძალიან ფრთხილად შეაცხელეთ, ზედმეტი თუ მოგივათ, ისევ და ისევ უგემური გახდება.)  სალათის ფოთლები გავანაწილოთ კოქტეილის ჭიქებში. ზემოდან დავალაგოთ კრევეტები და მოვაყაროთ პილპილი. ერთმანეთში გადავურიოთ მაიონეზი, ტაბაკო, ვორჩესტერი, პირშუშხა, პამიდორი, ლიმონის წვენი, მარილი და პილპილი და კოვზით მოვაწუწოთ კრევეტებს. თავზე მოვაფქრვიოთ პაპრიკა და მოვაყაროთ მწვანე ხახვი. მოვრთოთ მოსართავად გადანახული კრევეტით და მივირთვათ შავ პურთან ერთად - ძალიან უხდება!

კრევეტის კოქტეილი გორდონ რამზისაგან
4 პორცია
1 მწიფე ავოკადო, 1 ლიმონი, 250 გრ გარჩეული და უკვე მომზადებული კრევეტები, ლიმონის ნაჭერი მოსართავად, ½ თავი სალათი აისბერგი; სოუსი „Marie Rose-სთვის 200 გრ სახლში მომზადებული მაიონეზი, 2-3 ს/კ კეტჩუპი, მწიკვი დაფქული ცხარე წიწაკა, რამდენიმე წვეთი ტაბასკოს სოუსი, რამდენიმე წვეთი ვორჩესტერის სოუსი, რამდენიმე წვეთი ბრენდი
ავოკადო გავჭრათ შუაზე, ამოვაცალოთ კურკა და დავჭრათ კუბიკებად. მოვაწუწოთ ლიმონი წვენი, რომ არ გაშავდეს. გადავდოთ გვერდზე. მაიონეზის, კეტჩუპის, ვორჩესტერის სოუსის, წიწაკის, ბრენდისა და ლიმონი წვენისაგან მოვამზადოთ სოუსი. თითო ს/კ სოუსი ჩავასხათ სათითაოდ ჭიქების ფსკერზე. სალათის ფოთლები დავფლითოთ და გავანაწილოთ ოთხივე ჭიქაში. ჭიქები გავანაწილოთ ავოკადოც. ავოკადოს სოუსის კიდევ ერთი ფენა მოვასხათ. ზევიდან კრევეტები დავაყაროთ და მათაც მოვასხათ თავზე კიდევ თითო კოვზი სოუსი. ცოტაოდენი დაფქული წიწაკა მოვაყაროთ და ჭიქები ლიმონის ნაჭრებით მოვრთოთ.




კრევეტების კოქტეილი შეფი ვიტოს რესტორანი „Passion“-ის მენიუდან
75 გრ უკვე გარჩეული და მომზადებული კრევეტები, სალათი ლატუკისა და აისბერგი ფოთლების ნარევი დაჭრილი, ¼ პამიდორი გაჭრილი სამად, 3 ნაჭერი კიტრი, ¼ ლიმონის ნაჭერი
სოუსი „Marie Rose“-სათვის 100 მლ მაიონეზი, 50 მლ კეტჩუპი, რამდენიმე წვეთი ვორჩესტერის სოუსი, მარილი და პილპილი
სოუსის ინგრედიენტები ერთმანეთში გადავურიოთ. თეფში ცენტრი დავალაგოთ სალათის ფოთლები, ზემოდან დავალაგოთ კრევეტები, მოვასხათ სოუსი. გვერდზე დავულაგოთ პამიდორი და კიტრები ნაჭრები და ლიმონის მეოთხედი.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი


P.S. ცოცხალი კრევეტების გაწმენდის და მომზადები წესი:  
      

0 კომენტარი.:

Post a Comment