hoOnly Book ... და არანორმალური სამუშაო დღე

Approved by Mary Poppins


რა ვქნა, მიყვარს ეს თემა და საითაც არ უნდა გავუხვიო, მაინც აქ ვბრუნდები. ავი დედამთილი და ლოთი ქმარი მე არ მაწუხებენ, შვილები მისახედი მე არ მყავს (წელს მეზობელსაც კი არ დაუტოვებია თავისი თუთიყუში), ვალები არ მაქვს, ზოგადსაკაცობრიო პრობლემევზე ფიქრით თავს არ ვიღლი და ერთადერთი ისღა მრჩება, ცხოვრებით ტკბობის პროცესში გარემოს მახვილი მზერა მოვავლო და კვლავაც და კვლავაც სხვი შეცდომებსა და არაპროფესიონალიზმზე ვიქილიკო.
მე შენ გეტყვი და ქართველებს შრომა და საქმე ისე გვიყვარს, რომ ჩემს თვალსა და გონებას საზრდო გამოაკლდბა. თუმცა, დღეს ჩემს ყურადღებას ცოტა სხვა კუთხით მივმართავ და აქცენტს პროფესიონალურ ეთიკაზე გავაკეთებ. ანუ რას ვგულისხმობ ამაში: იმას რომ ჩვენს გარდა, არცერთ ქვეყანაში არცერთი მეზობელი, გამვლელი და შემთხვევითი ნაცნობი, რა ნაცნობი, ოჯახის წევრიც კი არ მისცემს თავის თავს უფლებას შეგეკითხოს რამდენი გაქვს ხელფასი. 
საკმარისია რამდენიმე თვის უნახავ საზოგადოებაში მოვხვდე, პირველი იმით ინტერესდებიან შემოსავალი რამდენი მაქვს. მე კარგი, არ მრცხვენია, მაგრამ ჩემი მეგობარი სკოლის მასწავლებელი ძალიან უხერხულად გრძნობს ამ დროს თავს, მით უმეტეს, რომ ყველას ვერ აუხსნის კიდევ რამდენი დამატებითი შემოავლის წყარო აქვს. და, კაცმა რომ თქვა, ვისი რა საქმეა? ჩემზე ზრუნვის მიზნით რომ კითხულობდნენ, ან ჩემი ბედი აღელვებდეთ კიდევ არა უშავს, მაგრამ აშკარაა, რომ უბრალოდ, საკუთარ ცნობისმოყვარეობას იკმაყოფილებენ. ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია - სხვისი ფულის თვლას ვერ ვიშლით და რა ვქნათ.
ახლა ექიმები. ნაცნობ-მეგობრებში ისე ჭორაობენ საკუთარ პაციენტებზე, გეგონება მათი მოვალეობა ავადმყოფის მკურნალობა კი არა, ანამნეზის საქვეყნოდ გამოცხადებაა. მერე მე შენ გეტყვი, ისეთი შენებული საზოგადოება გვყავს, რომ უბრალო ინფექციას მუნად და პატარა კისტას კიბოდ არ გიქცევს. ფაქტია, რომ სასიკვდილო დიაგნოზების ერთი ხელი მოსმით დასმა, არავისთვის გვენანება. ამას წინათ მეგობარს გინეკოლოგთან გავყევი და სანამ ექიმის კაბინეტში (!) რიგს ველოდებოდით, ჩემს მეგობარზე აღარ ვლაპარაკობ, იმან ნებაყოფილებით დამასწრო გასინჯვის პროცესს, ათიოდე პაციენტის დიაგნოსტირების მოწმე გავხდი. სულ ზეპირად ვიცი ვის სოკო აქვს, ვის საკვერცხეების ანთება, ვინ აბორტი გაიკეთა და ა.შ. ჩემი აზრით, რამდენიმე პაციენტის ერთდროულად მიღებაზე არაეთიკურობა არ არსებობს. მაგრამ ამასაც უსიტყვოდ ვიტანთ.
თუმცა, რა პრეტენზია უნდა გქონდეს ქვეყანაში, სადაც კოკა-კოლის მფლობელს წილი აქვს პეპსი-კოლას საწარმოში და ადიდასის და პუმას მაღაზიები ერთ კაცს ეკუთვნის. არებობს პროფესიონალური თავმოყვარეობა და კონკურენცია. როგორც არ უნდა მოეწონოს, კოკო შანელის სახლის მეპატრონე ან სახე, კრისტიან დიორის ნაწარმს არ იხმარს, მაკდონალდსის დამლაგებელიც კი არ ისადილებს ბურგერკინგში სულ რომ შიმშილით კვდებოდეს. ქართველებს ეს არ გვეხება. დარწმუნებული ვარ, BMW-ს ქარხანა ქართველმა რომ იყიდოს, სამსახურში მერსედესის ბოლო მოდელით ივლის. 
ამას წინათ ლიბერთი ბანკის ცენტრალურ ოფისთან გავიარე და დიდხანს ვიცინე: ზუსტად მოპირდაპირე მხარეს (სადაც სხვათა შორის ლიბერთი ბანკი გენერალური დირექტორი ცხოვრობს), ზუსტად ბანკის ცენტრალური შესასვლელის პირდაპირ რესპუბლიკა ბანკის ორი სარეკლამო ბანერი დგას. მსოფლიოს ვერცერთ სოფელში, ვერცენთი ბანკის ყველაზე პატარა ფილიალის წინ ვერ ნახავთ სხვა ბანკის რეკლამას - ბანკს, რომელსაც საკუთარ კართან მდგარი სარეკლამო ბანერის ქირაობის ფული არ აქვს, იმის საქმე წასულია. ჩვენთან ასე არაა, ჩვენთან უბრალოდ, მთელი ლიბერთი ბანკის ხელმძღვანელობას, სარეკლამო სამსახურს და მენეჯმენტს თვალები დათხრილი აქვთ ან ძინავთ. უფრო სწორად, ხელფას ისედაც ხომ იღებენ და დანარჩენი კიდიათ.
ეს რისთვისაც მე "დავისაჯე" აქ ბიბლიაზე
ანუ Holy Book-ზეა საუბარი
თიბისი ბანკი რომ ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბანკია და შესაბამისად, ყველაზე მეტი თანამშრომელი ყავს, ამაზე არავინ დავობს. ანუ მინიმუმ 10 ათასმა თანამშრომელმა და ალბათ კიდევ უფრო მეტმა კანდიდატმა შეავსო თიბისის სააპლიკაციო ფორმა და არცერთმა მათგანმა არ ამოიღო ხმა ანკეტაში გაპარულ შეცდომებზე. კარგი, რაღაც ნაწილმა ვერ შენიშნა, მაგრამ ყველა დებილი ხომ არ იყო? რანაირად შეიძლება ვერ ნახო არანორმირებული და ნორმირებული სამუშაო დღის ნაცვლად ჩაწერილი ნორმალური და არანორმალური სამუშაო დღე? აღარ ვლაპარაკობ, რომ ქართულ ანკეტაში „მარტოხელას“ „დასაოჯახებელი" ქვია და „სამუშაოს ადგილმდებარეობა“ კი არა „სამუშაო ადგილის მდებარეობა“ უნად იყოს - ასეთ ნიუანსებში გარკვევაზე პრეტენზია აღარ მაქვს. ანუ რამდენიმე ათასი ადამიანიდან არავინ შეწუხებულა და არავის მიუკითხავს კადრებისთვის, ეს რა სისულელე გიწერიათო. ამას კი პროფესიონალური უთავმოყვარეობა ქვია.
ცოცხალი თავით არ ასწორებენ
თუმცა, მე რომ ვიპოვე საკუთარ სამსახურის ვებგვერდზე კიდევ უარესი შეცდომები და ვისაც ევალებოდა იმას ჩუმად ვანახე, სანამ ვინმეს შეუნიშნავს, გავასწოროთ-მეთქი, უფროსთან მიჩივლა და იმანაც საქმის ჩემეული ხედვისთვის ალღო ვერ აგიღიაო, მომახსენა. მოვალეობის ცუდად შესრულება თუ რომელიმე უფროსის მოთხოვნებში შედიოდა ამას რას წარმოვიდგენდი?! ასე, რომ ჩვენთან ინიციატივა და ცოდნა სასტიკად ისჯება! თავი მხოლოდ იმითი შემიძლია ვინუგეშო, რომ მერე დავჭკვიანდი. მოგვიანებით აღმოჩენილ შეცდომებზე მათთან ხმას აღარ ვიღებ და აქ საჯაროდ დავცინი. მაგალითად: ვაკანსიის მაძიებლებს პირადობის მოწმობის ასლის და 3X4-ზე 2 ცალი ფოტოსურათის იმეილით (!) გაგზავნას ითხოვენ. ჯერ ერთი, 3X4-ზე ფოტოსურათი პირადობი მოწმობის ასლზე უკვე არის და ცნობიმოყვარეობის დაკმაყოფილება იქიდანაც შეუძლიათ და მეორე - ორი ცალი რად უნდათ? ერთი სურათის ორ ასლს ითხოვენ თუ სხვადასხვა პოზა უნდა იყოს? მოკლედ, რა უნდათ თვითონ არ იციან და მოთხოვნებში მარაზმამდე მიდიან. ორი სურთი სამსახურში აყვანის შემთხვევაშია საჭირო. ერთი პირადი საქმისთვის და მეორე საშვისთვის, მაგრამ ამას განცხადების წერისა ტვინის განძრევა ჭირდება. ეს კი აღარ გვეხერხება.



საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment