მოგზაურის გიდი - 2

Approved by Natia Jinjolava

(გაგრძელება)
გლობალური ცივილიზაციის მიუხედავად, ჯერ კიდევ უამრავი ადგილია შემორჩენილი, სადაც მტაცებელმა ცხოველებმა არაფერი უწყიან ადამიანის უზენასებობის შესახებ და სიამოვნებით ჩაიტკბარუნებელ პირს უდარდელად მოხეტიალე ტურისტით. ასე რომ,  ეგზოტიკური და საშიში ცხოველებისთვის თვალის შევლების სურვილი თუ შეგიპყრობთ, ნუ დაგავიწყდებათ, რომ  თქვენს მიმართ მათ მხოლოდ გასტრონომიული ინტერესი გააჩნიათ.

10 ადგილი სადაც შეიძება შეგჭამონ!
მანუს ეროვნული პარკი პერუში - ანდებში გაშენებული ნაკრძალი იდეალური ადგილია იაგუარების საბინადროდ. გზააბნეული ტურისტის ერთადერთ იმედად ისღა რჩება, რომ გაქცევა თუ მოასწარით, იაგუარს მსხვერპლზე დადევნება ეზარება.
მექსიკა  და კალიფორნიის ქვედა სანაპირო  - ოკეანის ყველაზე საშიში ბინადრის დიდი თეთრი ზვიგენის საყვარელს სანახებს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ფატალური აღსასრულის შემთხვევები ცოტაა, დასახიჩრებულთა რიცხვი ათასებს აღწევს. ადრენალინის მოყვარულთათვის სპეციალურად ეწყობა ტურები, სადაც შეგიძლიათ ზვიგენების გამოკვება ან რკინის გალიაში ამ საშიში თევზების ხროვაში ცურვა.
კაო-სოკის ეროვნული პარკი ტაილანდში - ვისაც გაინტერესებთ როგორ მკურნალობენ გველის ნაკბენს, ან როგორ აიცილოთ თავიდან გველთან შეხვედრა - კეთილი მგზავრობა ტაილანდისაკენ! კაო-სოკის პარკში გველებს ძალიან, ძალიან ახლოს გაიცნობთ. ნაკრძალში ექვსმეტრიანი სამეფო კობრების ყველაზე დიდი პოპულაცია ბინადრობს (სხვა ჯიშის გველებზე რომ არაფერი ვთქვათ). თუმცა, ტურისტებს რეალურად არაფერი ემუქრებათ, რასაკვირველია ტყეში გიდის გარეშე თუ არ გაიჭრებით.
სამხრეთ ლაუნგვას ეროვნული პარკი ზამბიაში - რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, აფრიკაში ადამიანს ლომზე უფრო ხშირად ბეჰემოტი კლავს. ყოვეწლიურად 100-დან 150-მდე ადგილობრივი მცხოვრები და რამდენიმე ტურისტი ხდება მათი მსხვერპლი.
ბაიკალის ტბა რუსეთში - ლამის ერთადერთი ადგილია სადაც გარეული მგლის ნახვა შეგიძიათ. მიუხედავად იმისა, რომ მგლების მიერ მთელი სოფლების ამოწყვეტა შორეულ წარსულს ჩაბარდა, მათთან ერთ-ერთზე შეხვედრა მაინცდამაინც სასიამოვნო ვერაა. გარდა ამისა, ბაიკალზე თავისუფლად დასეირნობენ გარეული ფოცხვერი და მურა დათვი.
კაკადუს ეროვნული პარკი ავსტრალიაში - ავსტრალიის ყველაზე საშიში მტაცებელი ნიანგი გახლავთ, ყველაზე მცხოვანი და დიდი ზომის რეპტილიები კი სწორედ ამ ნაკრძალში ბინადრობენ.  მათ მონახულებას მაინც თუ არ დაიშლით, ვიზიტისთვის საუკეთესო პერიოდი ივლისია, როცა გიგანტური ქვეწარმავლები ნაპირზე წვანან და მზეზე თბებიან. თანაც ადგილობრივ რეტორანში შეგიძლიათ ნიანგის სტეიკიც შეუკვეთოთ და თითოეული შესანსლული ტურისტის სახელით ასეთი პატარა შურისძიებით დაიკმაყოფილოთ თავი.
სერენგეტის დაბლობები ტანზანიაში - დანარჩენი მსოფლიოსგან განსხვავებით, სადაც ადამიანზე გარეული ცხოველის თავდასხმის შემთხვევები კლებულობს, ტანზანიაში ადგილობრივებს სულ უფრო და უფრო ხშირად მიირთმევენ ლომები.
ჩერჩილი კანადაში - მანიტბას პროვინციის ქალაქი ჩერჩილი ყოველ შემოდგომაზე ტურისტებით ივსება, რომლებსაც საკუთარი თვალით სურთ თეთრი დათვების მიგრაციით დატკბობა. დათვების სანახავად ტურისტები სპეციალურად მომზადებული და აღჭურვილი გიგანტური ავტობუსებით დაჰყავთ, ასე რომ, მაინცდამაინც მარტო თუ არ მოისურვებთ მხეცთან შეხვედრას, დათვის მსხვერპლი ვერასგზით ვერ გახდებით.
რანტჰამბჰორის ეროვნული პარკი ინდოეთში - ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ ინდოეთში, ნეპალსა და ბანგლადეშში ადამიანებს ვეფხვები თავს დღემდე ესხმიან. ბრაკონიერების წყალობით ამ ულამაზესი ცხველის პოპულაციამ ინდოეთში კატასტროფულად იკლო, მაგრამ ტყეში მასთან პირისპირ შეხვედრის შანსი მაინც დიდია. ვისაც ვეფხვის მონახულება ჯიუტად გსურთ, ამისთვის ყველაზე კარგი პერიოდი ზამთარია, როცა ცხოველის მკვეთრი ზოლები ადვილი შესამჩნევია გადამხმარი ბალახებისა და ბუჩქების ფონზე.
კომოდოს ეროვნული პარკი ინდონეზიაში - მიუხედავად იმისა, რომ კომოდოს დრაკონები (ვარანები) ადამიანს ნიანგივით ხშირად არ ესხმიან თავს, მათი ნაკბენი ცალსახად ტრაგიკული აღსასრულის გარანტია. გიგანტური რეპტილიის ნაკბენისგან ჭრილობაში ხვლიკის შახმთან ერთად ასზე მეტი ბაქტერია ხვდება. კომოდოს დრაკონებთან სტუმრობას თუ გადაწყვეტთ, არსებობს ასეთი დაუწერელი კანონი - კუნძულზე ღამეს ნურასდიდებით ნუ გაათევთ!

მსოფლიოს ყველაზე საშიში კურორტები სია ასეთია:
ყველაზე მეტი უსიამოვნება ტაილანდში გელოდებათ - სადაც ყველაზე მეტი ავარია, ქურდობა და მოწამვლის შემთხვევაა დაფიქსირებული. უფრთხილდით საეჭვო ექსკურსიებსა და ტაქსის მძღოლებს. წყალს ნუ დალევთ!
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ტურისტებს ძალიან ხშირად ძარცვავენ და აყაჩაღებენ იარაღის გამოყენებით. იოჰანესბურგში სოუეტის, კეტლჰონგსა ჰილბოროში ჩასვლა საერთოდ არ არის რეკომენდირებული.
ბრაზლიის სიახლოეს გველების კუნძულზე სამხრეთ ამერიკის ყველაზე შხამიანი ქვეწარმავლები ბინადრობენ. სტატისტიკის თანახმად, ამ კუნძულზე 1 კვადრატულ მეტრზე 5 ზრადსრული გველი მოდის.
კარიბის ბასეინის კურორტ ბარბადოსზე ბანაობა მარტო სპეციალურად გამოყოფილ ყურეებში შეიძლება. წყალი სავსე შხამიანი ბინადრებით, ჰაერი კი შხამიანი ტროპიკული მწერებით.
საპატიო მეხუთე ადგილზე ინდოეთი გავიდა. გარდა იმისა, რომ ათასგვარი მწერებისგან, ვირუსებისა და ინფექციებისგან თავის დასაცავად უამრავი აცრის გაკეთება მოგიწევთ, ტურისტების სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ ამ ქვეყნის „სინდისზეა“.
საშიშ კურორტებში ბოლო ადგილს იკავებს კუნძული კუბაა, სადაც ახალჩასულები სიფილისის აკიდებასა და ნარკოტიკებზე შეჯდომას სანაპიროზე გასვლამდე ახერხებენ!

მსოფლიოს ყველაზე ცუდი სანაპიროები:
პორტი ფილიპ ბეი ავსტრალიაში - ამ სანაპიროს მაშველები მთელ დროს ქვიშიდან ბოთლის ნამსხვრევებისა და სამედიცინო შპრიცების ამოკრეფაში ატარებენ. მარტო 2009 წელს ფილიპ ბეის კომუნალურმა სამსახურმა პლიაჟიდან ათასი ტონა ნაგავი გაიტანა.
Fujiazhuang Beach-ი ჩინეთში - თავისი ადგილმდებარეობით და რბილი კლიმატით იმდენად კარგი ადგილია, რომ ათიათასობით ტურისტს იზიდავ კორეიდან, იპონიიდან და რუსეთიდან. შედეგად პრაკტიკულად შეუძლებელია პირსახოცის დასაფენი ადგილის პოვნა, მაგრამ თუ გაგიმართლათ და გასარუჯად წამოწოლა მაინც მოახერხეთ, კიდევ უფრო ძნელი ხდება წყლიდან ამოსულზე თქვენი დაკავებული ადგილის მიგნება!
Huntington Beach-ი კალიფორნიაში - სერფინგისტების სამოთხეს 1999 წელს საიდუმლოებით მოცული მიკრობები შეესია და უამრავი დამსვენებელი დაიწამლა. მიუხედავად დახარჯული მილიონებისა, ინფექციის წყაროს და მიზეზს ვერ მიაგნეს.
გოა, ინდოეთი - ამ პაწაწინა შტატმა სახელი ღია ცის ქვეშ გამართული წვეულებებით გაითქვა, ცეკვისა და დალევის მოყვარულები კარგად კი გაერთობით, მაგრამ პლიაჟზე ნებივრობაზე ნურც იოცნებებთ. სანამ წყალში იჭყუმპალავებთ, თქვენი ქოლგის ქვეშ ჩრდილის ძიებაში შემთხვევით შემოხეტებული ძროხა შეიძლება დაგვხვდეთ წამოწოლილი (მოგეხსენებათ წმინდა ცხოველია და ხელის ხლება არ შეიძლება!). და ვერც მზეზე გახურებული ნეხვის არომატში არეული პინა-კოლადას სურნელი გაგიუმჯობესებთ გუნებას.
Repulse Bay-ი ჰონგკონგში - ჰონკონგის ციანშუივანის პლიაჟზე ბოლო წლების სამშენებლო ბუმმა წითელი წყალმცენარეების მოზღვავება გამოიწვია, რომელიც მობანავეთა საცურაო ამუნიციაზე ენით აუწერელ „არომატს“ ტოვებს.
Orange Beach-ი ალაბამაში -  ადგილობრივები ამ შესანიშნავ ადგილს „სოფლის რივიერას“ ეძახიან, და არცაა გასაკვირი, ჩამოსულებს აქ ვერ შეხვდებით. ამის მიზეზი კი ინფრაქტრუქტურის არარსებობასთან ერთად მილიონად შეფასებული და ჯერაც შეუსახლებელი ვილებია. დამსვენებლებისთვის ქალაქს რომ აშენებდნენ, ორანჯ ბიჩზე გავრცელებული საკმაოდ ძლიერი ტორნადოები რატომღაც „გამორჩათ მხედველობიდან“ და შედეგად, რამდენიმე კილომეტრის მანძილზე გასეირნებისას  ერთი ცოცხალი არსებაც არ შეგხვდებათ.
Blackpool-ი ინგლისში - ამ კურორტის ძირითადი ღირშესანიშნაობა 130 ბარია, სადაც ძალიან იაფ და უხარისხო ალკოჰოლურ სასმელს ყიდიან და საზოგადოებაც შესაბამისი იკრიბება.
Doheny State Beach-ი კალიფორნიაში - ჰოლივუდი ქვეყნის ყველაზე ბინძური პლიჟების ადგილია. მათ შორის კი, სიბინძურით Doheny გამოირჩევა...

კიდევ რამდენიმე მარტივი, მაგრამ ძალიან საჭირო რჩევა, სანამ სადმე გამგზარებას გადაწყვიტავთ: ახლოაღმოსავლეთის ქვეყნებში მასპინძელს მადლობას ნუ გადაუხდით. მათი ტრადიციის მიხედვით, სტუმრის მიღება დიდი პატივია და მასპინძელმა უნდა გადაუხადოს მადლობა სტუმარს ამხელა სიხარულისთვის და არა პირიქით. თქვენი მადლიერებით, მას დიდ შეურაცხყოფას მიაყენებთ! შუა აზიისა და აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში მარცხენა ხელით ჰიგიენურ და სანიტარულ პროცედურებს იტარებენ, ამიტომ გასაყიდ ნივთებზე, პროდუქტებზე და ადამიანებზე მარცხენა ხელით შეხება სასტიკად აკრძალულია.
და ყველაზე მთავარი, უცხოეთში ყოფნისას ნურავის ანდობთ თქვენს პასპორტს!
(იხ. პირველი ნაწილი)


საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment