უნგრული გულიაში ოთხნაირად

Approved by Natia Jinjolava


მადიარული გულიაში
750 გრ საქონლის ხორცი (ბეჭი), 5 დიდი ზომის წითელი ხახვი,  4 ს/კ გადამდნარი ქონი, 1 ჩ/კ მარილი, 1 ს/კ დაფქული პაპრიკა, 2 ს/კ ტომატ-პასტა, 1 ჩ/კ კვლიავი, ½ ლ საქონლის ხორცის ცხელი ბულიონი, 1 ჩ/კ დაფქული ცხარე წიწაკა
ხორცი დავჭრათ 2 სმ-იან კუბიკებად. ხახვი დავჭრათ თხელ რგოლებად და გაოქროსფერებამდე მოვთუშოთ ქონში. მერე დავუმატოთ ხორციც და დავბრაწოთ კარგად. დავუმატოთ მარილი, პაპრიკა, წიწაკა, ტომატ-პასტა და კვლიავი. ბოლოს დავასხათ ცხელი ბულიონი, ქვაბს თავსახური დავაფაროთ და ძალიან დაბალ ცეცხლზე ვთუშოთ 2 საათი. მერე კი მივირთვათ

სეგედიური გულიაში
650 გრ ღორის ხორცი (ბეჭი), 2 ხახვი, 3 ს/კ ღორის ქონი, 1 ს/კ დაფქული ცხარე წიწაკა, 1 ჩ/კ მარილი, 3 წითელი ბულგარული წიწაკა, 2 კბილი ნიორი, 1 ჩ/კ კვლიავი, 3 ს/კ ტომატ-პასტა, 500 გრ კომბოსტოს მწნილი, 1/8 ლ არაჟანი, 2 ს/კ ფქვილი
ხორცი დავჭრათ 3 სმ-იან კუბიკებად. ხახვი დავჭრათ ძალიან წვრილად და მოვთუშოთ ქონში. ხახვი გამჭვირვალე რომ გახდება, დავუმატოთ წიწაკა და 3 ს/კ წყალი. წყალი რომ ამოორთქლდება, მოთუშულ ხახვში ჩავამატოთ ხორცის კუბიკები და დავბრაწოთ. დავუმატოთ მარილი, ქვაბს დავახუროთ თავსახური და ვთუშოთ დაახლოებით 10 წუთი დაბალ ცეცხლზე. დავჭრათ ბულგარული წიწაკა ჩხირებად, ნიორი კი ძალიან წვრილად და ტომატ-პასტასასთან და კვლიავთან ერთად გავხსნათ ცოტა წყალში და დავასხათ ხორცს. 20 წუთის შემდეგ ჩავუმატოთ დამწნილებული კომბოსტოც და ვთუშოთ კიდევ 30 წუთი. არაჟანში გადავურიოთ ფქვილი და დავუმატოთ გულიაშს. ქვაბს თავი გადავხადოთ და კიდევ 10 წუთი ვთუშეთ.

ცხვრის ხორცის გულიაში
300 გრ ღორის გამოყვანილი ქონი (სალა), 200 გრ ცხვრის ხორცი, 2 ხახვი, 100 გრ სტაფილო, 1 მწვანე ბულგარული წიწაკა, 4 პამიდორი, 2 ს/კ კარაქი, 1 ლ ცხელი წყალი, 1 ჩ/კ მარილი, 1 ს/კ დაფქული პაპრიკა, ¼ ლ ნაღები, რამდენიმე მარცვალი პილპილი
ხორცი და ქონი დავჭრათ თანაბარ ნაჭრებად. ხახვი დავჭრათ ალყა-ალყა. სტაფილო დავჭრათ თხელ რგოლებად. წიწაკა დავჭრათ ჩხირებად. გავაცხელოთ კარაქი და მოვთუშოთ ხახვი. დავუმატოთ ხორცი და დავბრაწოთ ყველა მხრიდან. დავუმატოთ სტაფილო, წიწაკა და კუბიკებად დაჭრილი პამიდორი. დავასხათ ცხელი წყალი. მოვაყაროთ მარილი და პილპილი. ქვაბს თავსახური დავაფაროთ და დაბალ ცეცხლზე ვთუშოთ საათის განმავლობაში. ჭამის წინ დავუმატოთ ნაღები.

ხბოს პაპრიკაში
600 გრ ხბოს ხორცი (ბეჭი), 2 ხახვი, 4 ს/კ გადამდნარი ქონი (შეგიძლიათ შეცვალოთ კარაქით), 1 ს/კ დაფქული პაპრიკა, 1 ჩ/კ მარილი, 2 წითელი ბულგარული წიწაკა, 2 პამიდორი, 0,2 ლ არაჟანი, 2 ჩ/კ ფქვილი
ხორცი დავჭრათ 3 სმ-იან კუბიკებად. ხახვი დავჭრათ ძალიან წვრილად და მოვთუშოთ ქონში. ხახვი გამჭვირვალე რომ გახდება, დავუმატოთ წიწაკა და 3 ს/კ წყალი. წყალი რომ ამოორთქლდება, მოთუშულ ხახვში ჩავამატოთ ხორცის კუბიკები და დავბრაწოთ. დავუმატოთ მარილი, ქვაბს დავახუროთ თავსახური და ვთუშოთ დაახლოებით 10 წუთი დაბალ ცეცხლზე. დავჭრათ ბულგარული წიწაკა ჩხირებად, პამიდორს გავაცალოთ კანი და დავჭრათ კუბიკებად და დავუმატოთ ხორცს. ვთუშოთ კიდევ 30 წუთი თავდახურულ ქვაბში. საჭიროების შემთხვევაში წყალი ჩავამატოთ ხოლმე, რომ არ მიიწვას. არაჟანში გადავურიოთ ფქვილი და დავუმატოთ გულიაშს. მერე კი გემრიელად მივირთვათ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment