Cock-a-leekie - ქათმის სუპი შოტლანდიურად

Approved by Natia Jinjolava


Cock-a-leekie გემრიელი და მარტივი შოტლანდიური სუპია, რომელიც ბრიტანეთის ამ მაღალმთიან რეგიონში თავისი სინოყიერის წყალობით ხშირად მთელ სადილსაც ცვლის ხოლმე. მისი სახელწოდება ორი სიტყვისაგან: „მამალი“ და „პრასი“-საგან შედგება, შემადგენლობა კი ასეთია: ბულიონში ჩახარშული ქათმის ხორცი, პრასი და შავი ქლიავის ჩირი.

სუპი ქათმით და შავი ქლიავის ჩირით შოტლანდიურად
(ალექსეი ზიმინის რეცეპტებიდან)
1 ჩასუქებული ქათამი, 2 ლ წყალი ან ქათმის ბულიონი, 200 გრ ბრინჯი, 6 ღერო პრასი, 200 გრ შავი ქლიავის ჩირი, 4 ტოტი ქონდარა (thyme), 1-2 დაფნის ფოთოლი, 6 ტოტი ოხრახუში, პილპილის მარცვლები და მარილი გემოვნებით
ქათამი ფავჭრათ ნაჭრებად, ჩავალაგოთ ქვაბში, დავუმატოთ ქონდარა, დაფნის ფოთოლი,  პილპილი, დავასხათ წყალი ან ბულიონი, ჩავყაროთ მარილი და დავადგათ მოსახარშად. პრასის თეთრი ნაწილი დავჭრათ საშუალო სისქის რგოლებად, ქლიავის ჩირი გავჭრათ ორად ან ოთხად. პრასი და ქალიავი ბრინჯთან ერთად ჩავყაროთ ქათმიან ქვაბში და ვხარშოთ ნახევარი საათი.
შოტლანდიელები ამ სუპს პირდაპირაც მიირთმევენ და ასეც იქცევიან: ქათამი რომ მოიხარშება, ამოვიღოთ სუპიდან, ხორცი ძვლებს გავაცალოთ, დავჭრათ წვრილად, ჩავაბრუნოთ სუპში და ცოტა ხანი კიდევ ვხარშოთ. ძვლები, რასაკვირველია, გადავყაროთ.
სუპი დავასხათ თეფშებზე, მოვრთოთ ოხრახუშის ფოთლებით და გემრიელად მივირთვათ!


საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment