ფრანგული დელიკატესი - ხახვის სუპი

Approved by Mary Poppins


ხახვის სუპი
4 პორცია
15 გრ კარაქი, 15 მლ ზეითუნის ზეთი, 3 დიდი ზომი ხახვი წვრილად დაჭრილი, 1 ჩ/კ ლერწმის შაქარი, 1 ს/კ ფქვილი, 300 მლ საქონლის ხორცის ბულიონი,  2 ს/კ შერი, 2 ჩ/კ ვორჩესტერის სოუსი,
8 ნაჭერი თეთრი პური, 2 ს/კ ფრანგული მდოგვი, 75 გრ გახეხილი ყველი გრუიერი, მარილი და პილპილი, 2 ს/კ წვრილად დაჭრილი ოხრახუში
დიდი ზომის, მაღალბორტიან ტაფაზე გავაცხელოთ კარაქი და ზეთი და მოვთუშოთ ხახვი. მოვაყაროთ შაქარი და დაბალ ცეცხლზე ვთუშოთ დაახლოებით 20 წუთი, თან ვურიოთ ხოლმე - სანამ ხახვი გამჭვირვალე და ოქროსფერი არ გახდება.
ხახვს მოვაყაროთ ფქვილი და კიდევ 2 წუთი ვთუშოთ. დავასხათ ბულიონი და კიდევ 600 მლ წყალი. დავუმატოთ შერი და ვორჩესტერის სოუსი. შევამარილ-შევაპილპილოთ. ქვაბს თავსახური დავაფაროთ და ძალიან დაბალ ცეცხლზე ვათუხთუხოთ კიდევ 15-30 წუთი.
გავახუროთ გრილი და პური ორივე მხრიდან გავხუხოთ. პურს ერთი მხრიდან წავუსვათ მდოგვი და დავაყაროთ გახეხილი ყველი. შევაბრუნოთ გრილში (ზემოდან ანთებულ ღუმელში) და ვხუხოთ ყველის გადნობამდე.
მზა სუპი დავასხათ ღრმა ღეფზე, მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში და მივირთვათ ყველიან კრუტონებთან (ტოსტებთან) ერთად.

ღუმელში გამომცხვარი ხახვის სუპი
4 პორცია
3 დიდი ზომის ხახვი, 4 ს/კ კარაქი, 1 /კ ფქვილი, ¾ ლ წყალი, , 1 ჩ/კ მარილი, 1 მწიკვი დაფქული თეთრი პილპილი, 1 ნაჭერი თეთრი პური, 200 მლ მშრალი თეთრი ღვინო, 50 გრ გახეხილი ყველი გრუიერი
ხახვი გავფცქვნათ და დავჭრათ წვრილ რგოლებად. კარაქის ნახევარი გავადნოთ ტაფაზე და მოვთუშოთ ხახვი, შიგადაშიგ ვურიოთ. ხახვს მოვაყაროთ ფქვილი და ვხალოთ სანამ ფქვილი არ შეოქროსფერდება. ამის მერე ნელ-ნელა დავასხათ წყალი. დავუმატოთ მარილი და პილპილი. ქვაბს დავაფაროთ თავსახური და საშუალო ცეცხლზე ვხარშოთ სუპი დაახლოებით 20 წუთი. პურის ნაჭრები გავჭრათ შუაზე და დავბრაწოთ დარჩენილ კარაქზე. ელექტრო გრილი ან ღუმელის შიდა ზედა სანთურა ავანთოთ და კარგად გავახუროთ.  გახუხული პური გავანაწილოთ 4 ცეცხლგამძლე პორციულ სასუპეში (ან ცეცხლგამძლე ღრმა თეფშში). სუპი გადმოვდგათ ცეცხლიდან და დავუმატოთ ღვინო. მერე გავანაწილოთ გახუხულ პურიან თეფშებში. ზემოდან მოვაყაროთ გახეხილი ყველი და შევდგათ ღუმელში გრილის ქვეშ დაახლოებით 5-10 წუთით, სანამ ყველი არ გადნება და დაიბრაწება. მერე კი გემრიელად მივირთვათ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment