14.12.11
შოკოლადის პუდინგი 34 ათას დოლარად...
Approved by
სანამ მე შედარებით იაფიანი და მარტივად მოსამზადებელი საახალწლო დესერტების
რეცეპტების რჩევაში ვიყავი, ბრიტანეთში, კამბრიის საგრაფოში, უინდერმერის „Country House Hotel“-ის შეფ-მზარეულმა მარკ გიბერტმა
(Mark Guibert) მსოფლიოში ყველაზე ძვრინიანი დესერტი - შოკოლადს პუდინგი დაამზადა.
22 ათას გირვანქა სტერლინგად (34 ათასი აშშ დოლარი) შეფასებული კულინარიული საოცრება
ბიკვიტისა და შამპანურის ჟელეს ფენებისგან შედგება, შავი ბელგიური შოკოლადითაა დაფარული
და თავზე შოკოლადის ვარდებთან ერთად ბაჯაღლო ოქროს ფურცლები, შამპანურის ხიზილალა და
ორკარატიანი ბრილიანტი ამშვენებს. დესერტი „ფაბერჟეს“ ოქროს კვერცხში დევს და მის გასინჯვას
თუ მოისურვებთ, მთელი სამი კვირით ადრე უნდა შეუკვეთოთ.
სანამ სასტუმროს პერსონალი თავიანთი დესერტის გინესის რეკორდების წიგნში
შეტანს ელოდებოდა, მენიუში პუდინგის შეტანიდან სულ რაღაც ორი თვის თავზე, ორი დღის
წინ მისი პირველი კლიენტიც გამოუჩნდათ: ბრიტანელმა ბიზნესმენმა და ბრილიანტების ვაჭარმა კარლ ვაინინგერმა მორიგ სატრფოსთან განშორების
შემდეგ მოწოლილი სევდის გაქარვება შოკოლადით მოინდომა და მიუხედავად იმისა, რომ ტკბილეულის
დიდი მოყვარული არაა, საკუთარი 60 წლის იუბილე საბავშვო მწერალ ბეატრიქს პოტერთან ერთად
აღნიშნა და ოქროცურვილი პუდინგიც მიირთვა. ბედნიერმა იუბილარმა კმაყოფილებით განაცადა,
რომ რასაკვირველია ასე ყოველდღე არ იქცევა, მაგრამ მსუნაგობისგან მიღებულმა სიამოვნებამ
ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და განწყობა საგრძნობლად გამოუკეთდა.
ეს კი კარგ ხასიათზე დადგა, მაგრამ მე მაინც არ მასვენებს ერთი აზრი: ეს
დესერტი ერთი თვის წინ საცოლეთან ერთად რომ ეჭამა, ეგებ აღარც გაქცეოდა და ჯავრიც აღარ
ქონოდა შოკოლადიში ჩასაკლავი?!
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment