საახალწლო საჩუქრები

Approved by Natia Jinjolava


ახალი წელი კარს მოგვადგა. გაგვიჩნდა მორიგი თავსატეხი, ვის რა ვაჩუქოთ და ვინ რითი გავახაროთ.  რაც საკმაოდ სასიამოვნო, მაგრამ არხ თუ ისე იოლი საქმეა, რადგან საჩუქრის არჩევისას იმ ადამიანის გემოვნება უნდა გავითვალისწინოთ, ვისაც ვჩუქნით. ძალიან კარგი საჩუქარია კარგი ბიჟუტერია, ან სულაც ძვირფასი სამკაული, გამომდინარე თქვენი ფინანსური შესაძლებლობებიდან. ეხლა ძალიან მოდაშია სხვადასხვა ფერის მეტალები. განსაკუთრებით პოპულარულია ვერცხლის და ოქროს კომბინაცია. ამ მხრივ საინტერესოა Tiffany & Co-ს და Cartier-ს  ბეჭდები და საყურეები, აგრეთვე Breil-ის კოლექციაც. ეს ბრენდი წარმოგვიდგენს როგორც ქალის, ასევე კაცის კამკაულებსა და აქსესუარებს. ასე რომ, ერთ მაღაზიაშივე შეგიძლიათ შეარჩიოთ ორიგინალური საახალწლო საჩუქარი ოჯახის ყველა წევრისთვის. განსაკუთრებით მოიგებთ თინეიჯერს გულს თუკი მას Breil-ის მაღაზიაში ნაყიდ  ტყავის და მეტალის სამაჯურს უსახსოვრებთ.
ძალიან პოპულარულია საჩუქარია სუნამოებიც. ამ შემთხვევაშიც ცხოვრება არ გაგირთულდებათ და ერთ მაღაზიაში შეძლებთ ორივე სქესისთვის საჩუქრების შეძენას. კაცების სუნამოებიდან ზამთარს განსაკუთრებით უხდება Hugo Boss-ის სურნელი, ხოლო ქალების სუნამოებიდან გამოვარჩევდი Channel-s და Lancome-ს .
არც შარფი არ იქნებოდა ურიგო საჩუქარი, მთავარია იცოდეთ როგორი გემოვნებაა აქვს თქვენს ახლობელ ადამიანს, როგორი ფერები იზიდავს  მას და ასე შემდეგ. ძალიან კარგი საჩუქარი იქნება  Missoni -ს შარფები. ამ ბრენდში ყველანაირი გემოვნების შესაფერის შარფს იპოვით.
აგრეთვე კარგი საჩუქარია საათი. მინდა გამოგიტყდეთ რომ ჩემი რჩეულისთვის  Christian Dior-ის მეტად ორიგინალური და ამავე დროს სოლიდური საათი შევარჩიე. ვიცი რომ ძალიან მოეწონება და დიდი სიყვარულითაც გაიკეთებს. მინდა გაგიზიაროთ იმ ონ-ლაინ მაღაზიის ლინკი, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ ორიგინალური და ამავე დროს ძვირფასი საჩუქრები შეარჩიოთ თქვენი რჩეულისთვის.
და ბოლოს ტრადიციულად დავასრულებ: მნიშვნელობა არა აქვს საჩუქარი ძვირფასი იქნება თუ  არა, მთავარია იგი გულით იყოს მორთმეული.  გულით მორთმეული კი ერთი უბრალო ყვავილების თაიგულიც კი ძალიან ძვირფასიაJ
 აბა წარმატებებს გისურვებთ და გემშვიდობებით.

                                             კეთილი სურვილებით, თქვენი იფიგენია დაუტფაიერი

0 კომენტარი.:

Post a Comment