9.12.11
კაკალი, კაკალი და ისევ კაკალი
Approved by
პეკანი - კაკლის ოჯახის წარმომადგენელია და ძალიან გავს ნიგოზს. იგი გავრცელებულია აშშ-ს სამხრეთ-აღმოსავლეთში, ყირიმში, კავკასიასა და შუა აზიაში. მისი სამშობლო კი ჩრდილოეთ ამერიკაა და ოდესღაც ინდიელების რაციონის განუყოფელ ნაწილს შეადგენდა. სხვათა შორის, ამერიკის შეერთებული შტატების კულინარიაში იგი დღემდე ყველაზე მეტად გამოყენებად კაკლად რჩება.
პეკანი საქართველოშიც ხარობს, განსაკუთრებით აჭარაში, მაგრამ ჩვენთან ნიგოზივით დიდი პოპულარულობით არ სარგებლობს. მიუხედავად იმისა, რომ მისი ნაჭუჭი ხელითაც ადვილად იმტვრევა და ნიგოზზე უფრო ცხიმიანია, ჩვენი ასეთი გულისწყრომის მიზეზი შენახვის ვადაა.
მოგეხსენებათ, ნიგოზის მოსავალს ავიღებთ და მერე ერთი და თუნდაც ორი წელი ვინახავთ. პეკანი კი მალფუჭბადია, მისი შენახვის ვადა 6 თვეს არ აღემატება, ისიც მჭიდროდ თავდახურულ კონტეინერში ან გაყინული. ნაჭუჭგაცლილი კი კიდევ უფრო მალე ფუჭდება, იგი მაცივარში მხოლოდ 3 თვე ძლებს. მაგრამ საქმე იმაშია, რომ პეკანის მოსავალს ოქტომბრის ბოლოდან მაისის ჩათვლით ღებულობენ ეს კი მისი მთელი წლის განმავლობაში ჭამის საშუალებას იძლევა.
მოგეხსენებათ, ნიგოზის მოსავალს ავიღებთ და მერე ერთი და თუნდაც ორი წელი ვინახავთ. პეკანი კი მალფუჭბადია, მისი შენახვის ვადა 6 თვეს არ აღემატება, ისიც მჭიდროდ თავდახურულ კონტეინერში ან გაყინული. ნაჭუჭგაცლილი კი კიდევ უფრო მალე ფუჭდება, იგი მაცივარში მხოლოდ 3 თვე ძლებს. მაგრამ საქმე იმაშია, რომ პეკანის მოსავალს ოქტომბრის ბოლოდან მაისის ჩათვლით ღებულობენ ეს კი მისი მთელი წლის განმავლობაში ჭამის საშუალებას იძლევა.
პეკანს როგორც ტკბილ, ასევე არატკბილ კერძებშიც ხმარობენ. განსაკუთრებული პოპულარულობით კი მისი ნამცხვრები, პრალინე და კამფეტები სარგებლობს.
ქეშიუს კაკალი - სამხრეთ ამერიკული ხეა, რომელიც ზღვაოსნება მე-16 საუკუნეში ბრაზილიიდან ინდოეთში შეიტანეს. ინდოეთიდან კი მთელ აზიასა და აფრიკაში გავრცელდა. მას უცნაური ფორმის ორნაწილიანი ნაყოფი აქვს - ე.წ. „ვაშილი“ და თვითონ კაკალი. ქეშიუს „ვაშლი“ ძალიან წვნიანი, მომჟავო გემოს ხილია და მას უმწიფრად მიირთმევენ, მის ბოლოში კი ეშვის ფორმის კაკალია გამობმული, რომელიც ერთი შეხედვით ძალიან უწყინრად გამოიყურება. მაგრამ ნაჭუჭსა და გულს შორის საკმაოდ მწარე ზეთია, რომლისგანაც დამწვრობის მიღებაც შეიძლება. ამიტომ ქეშიუს კაკალს საგანგებო თერმული დამუშავების მერე ყიდიან.
ქეშიუ ძალიან პოპულარულია აზიურ და ინდურ სამზარეულოში. მისი ნაყოფისგან წვენებს და კომპოტებს და ჯემებს, სპირტიან სასმელებსაც კი ამზადებენ. ინდოეთში გოას შტატმა არნახული დისკოტეკების გარდა სახელი ქეშიუს ლიქიორი „ფენითაც“ გაითქვა. ქეშიუს კაკალს კი ნამცხვრებსა და სალათებში ამატებენ. ქეშიუს „ვაშლის“ გასინჯვა მხოლოდ ცხელ ქვეყნებში შეიძლება - იგი ადვლად ფუჭდება და ექსპორტირებას არ ექვემდებარება, კაკალი კი ჩვენთანაც იყიდება. გასინჯეთ, ნამდვილად არ ინანებთ.
მაკადამის კაკალი - ამ კაკლის სამშობლო ავსტრალიაა. თუმცა, ამჟამად მისი რამდენიმე სახეობა სამხრეთ ამერიკასა და ჰავაის კუნძულებზეც ხარობს და ყველაზე მატად ჩვენებურ თხილს წააგავს, ოღონდ უფრო მსხვილი, უფრო ნაზი, უფრო ტკბილი და უფრო ცხიმიანი გული აქვს. სახელი მას მე-19 საუკუნეში ავსტრალიური ფლორის ბრიტანელმა მკვლევარმა ფერდინად ფონ მიულერმა შეურჩია და ასე თავისი მეგობარი ექიმისა და ქიმიკოსის, ჯონ მაკადამის საპატივცემულოდ უწოდა.
მაკადამის კაკალი დედამიწაზე ყველაზე ძვირადღირებული თხილია. მასზე სასარგებლო კაკალი არ არსებობს. მაგრამ 100 გრ მაკადამი 700 კალორიას შეიცავს. მისი სიტემატიური ჭამა გარდა გემოვნების რეცეპტორების დატკბობისა, წარმატებულად ხსნის დაღლილობას, კვებავს კანს ორგანიზმიდან გამოყავს ქოლესტერინი და მისი ზეთი დამწვრობასაც კურნავს.
დამარილებულ მაკადამიას სხვა თხილივით ლუდთან ან ღვინოსთან ერთად მიირთმევენ, უფრო ხშირად კი ხალავენ და მერე კარამელში ან შიკოლადში ავლებენ. გატარებული მაკადამია ძალიან უხდება სალათებს და ზღვის პროდუქტებს. ექსპერტები იმასაც ამბობენ, რომ მაკადამის გემოს განსაკუთრებულად რომ შევიგრძნოთ, მას ყავა და ხერესი უნდა მივატანოთ.
ბრაზილიური კაკალი - ამ კაკალს ძალიან მაღალი და მძრლავრი ბერტოლეტიის ხე ისხამს, რომელიც როგორც სახელიდან ხვდებით ბრაზილიაში, უფრო კონკრეტულად კი ამაზონიის ჯუნგლებში ხარობს. მისი გავრცელების არელში ბრაზილიის გარდა პერუ, ბოლივია, ვენესუელა და გვიანაც შედის. მისი გახარება ბევრგან სცადეს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ და ამიტომ ამ გემრიელი კაკლის ერთადერთ ექსპორტიორად დღემდე სამხრეთ ამერიკა გვევლინება.
ბრაზილიური კაკლის ნაყოფი 5-10 სმ-ის დიამეტრისაა, რომელშიც ცალ-ცალკე ნაჭუჭში მოთავსებული 12-24 ცალი ლებანი დევს. სამხრეთ ამერიკელები პრეტენზიას გამოთქვამენ, რომ სწორედ მათი კაკალია ყველაზე გემრიელი. თანაც, გარდა იმისა, რომ მაგნიუმითა და კალციუმითაა გამორჩეულად მდიდარი, იგი 2 წლის განმავლობაში ინარჩუნებს ყველა სასარგებლო თვისებას.
ამ კაკლის ვარგისიანობაში რომ დარწმუნდეთ ამისთვის მთელი კაკალი უნდა შეანჯღრიოთ - საჭმელად გამოსადეგი ბრაზილიური კაკალი შენჯღრევისას ბავშვის საჩხარუნო სათამაშოსავით არ უნდა ჩხარუნობდეს, უკვე გაფცქვნილი ლებნები კი გამხმარი და დანაოჭებული არ უნდა იყოს.
ამ კაკლის ვარგისიანობაში რომ დარწმუნდეთ ამისთვის მთელი კაკალი უნდა შეანჯღრიოთ - საჭმელად გამოსადეგი ბრაზილიური კაკალი შენჯღრევისას ბავშვის საჩხარუნო სათამაშოსავით არ უნდა ჩხარუნობდეს, უკვე გაფცქვნილი ლებნები კი გამხმარი და დანაოჭებული არ უნდა იყოს.
ბრაზილიურ კაკალს ამატებენ ადგილობრივ პურში, უხდება ნამცხვრებსაც, ხილის და ბოსტნეულის სალათებს. ბრაზილიელები ტრადიციულ საშობაო ნამცხვარს სწორედ ამ კაკლისგან აცხობენ.
ქოქოსის კაკალი - ამ კაკლის დასახელება გაუგებრობის თუ შეცდომის შედეგია. მე-15 საუკუნეში პორტუგალიელმა მოგზაურმა ვასკო და გამამ და მისმა თანამგზავრებმა 30 სმ-ს დიამეტრისა და 2-4 კგ წონის ნაყოფით დახუნძლული პალმები შრიდან რომ დაინახეს, ქოქოსის ნაყოფი მაიმუნის დრუნჩებად მოეჩვენათ. „ქოქო“ კი პორტუგალიურად მაიმუნს ნიშნავს.
მკვახე ქოქოსი (5 თვე სჭირდება მის დამწიფებას) ნახევარ ლიტრა გამჭვირვალე მომჟავო-მოტკბო სითხითაა სავსე, რომელიც წყურვილის ძალიან კარგად კლავს და რომელსაც ქოქოსის რძეს ეძახიან. კაკლის დამწიფების შემდეგ მისი რძე დედდება და თეთრი ფერის რბილობად გარდაიქმნება და სწორედ მისგან ღებულობენ სახელგანთქმულ ქოქოსის ცხიმს.
ქოქოსის პალმა ტროპიკული ზღვის პეიზაჟის განუყოფელი ნაწილია. წყნარი ოკეანის კუნძულების მცხოვრებთათვის კი მას სიცოცხლის ხის დანიშნულება აქვს, მას საჭმელ-სასმელადაც იყენებენ და სახლებსაც მისი ფოთლებით ხურავენ. მაგრამ ბედის ირონიით, სწორედ ხიდან ჩამოვარდნილი ქოქოსის კაკალი ხდება ყველაზე ხშირად კუნძულის ბინადართა ტრავმისა და გატეხილი თავის მიზეზი.
წაბლი - საჭმელი წაბლის სამშობლო მცირე აზიაა (არსებობს დეკორატიული „ცხენის წაბლიც“). იგი ჯერ კიდევ უძველეს დროში გავრცელდა აზიასა და ევროპაში. წაბლი განსაკუთრებულად პოპულარულია ინგლისში, საფრანგეთსა და იტალიაში. ამ ქვეყნებში ყოველწლიურად იმართება წაბლის ფესტივალები. კოსრსიკაზე კი პატარძლის ოჯახმა საკუთარი ფინანსული მდგომარეობის წარმოსაჩენად საქორწილო სუფრაზე წაბლისგან დამზადებული 22 ნაირსახეობის კერძი უნდა მიიტანოს.
წაბლი კარტოფილის მსგავსად შეიცავს დიდი ოდენობით სახამებელს. შემწვარი წაბლი კარტოფილივით იფხვნება და მას შოკოლადსა და კარამელში ავლებენ. წაბლისგან განსაკუთრებულად გემრიელი ნამცხვრები და კრემები მზადდება, იგი ძალიან უხდება შემწვარ ხორცს. ევროპაში ინდაურის შემოსვლამდე საშობაო სადილზე სწორედ წაბლით დატენილ ბატს მიირთმევდნენ. გემრიელია ფლავშიც. წაბლისაგან ამზადებენ ერთგვარ ფქვილს, რომლისგანაც შესანიშნავი ნამცხვრები ცხვება.
კედრის კაკალი - საყოველთაოდ ცნობილია, რომ ციმბირული კედრი ნამდვილი კედრი არაა და "ორიგინალი" კედრი მხოლოდ ლიბანში ხარობს. მე-15 საუკუნეში რუსმა მოგზაურებმა ციმბირში რომ შეაღწიეს, იქაური ციმბირული ფიჭვის სილამაზით ისე მოიხიბლნენ, რომ ბიბლიური ხის, კედრის სახელი დაარქვეს. კედრის კაკალს, სწორედ ამ ციმბირული ფიჭვის გირჩის ნაყოფს ეძახიან, რომელიც ბოტანიკურად კაკალი სულ არ არის და უბრალოდ, ფიჭვის თესლია. იგი მოსავალს ყოველ წელს იძლევა, მაგრამ გამორჩეულა გემრიელ და მსხვილ ნაყოფს მხოლოდ 5-6 წელიწადში ერთხელ იძლევა.
მას განსაკუთრებით ინტენსიურად იტალიურ სამზარეულოში იყენებენ. ჯერ კიდევ ძველ რომაში დაქონდათ ლეგიონერებს კედრის კაკალი შორეულ ლაშქრობებში. კედრის კაკლის გარეშე არ მზადდება საყოველთაოდ ცნობილი იტალიური სოუსი „პესტო“. თუმცა, იტალიური კაკალი ციმბირული ფიჭვის უახლოესი ნათესავის, იტალიური პინიას ნაყოფია (Pinus pinea). მისი კაკალი ოდნავ მოგრძო და მსხვილია.
კედრის კაკალს კულინარიის გარდა უძვირფასესი კედრის ზეთის მისაღებადაც იყენებენ. კაკლის ქერქს ფქვავენ და სხვადასხვა პროდუქტებს გემოს მისაცემად და ვიტამინებით გასამდიდრებად ურევენ (განსაკუთრებით საკონდიტრო ნაწარმს). ნაჭუჭისგან კი ლიქიორებს და ბალზამებს ამზადებენ.
ჯავზის კაკალი - ჯავზის კაკალი ინდური სამზარეულოს ერთ-ერთი უმთავრესი სანელებელია, რომლის არსებობაც აღმოსავლური ეგზოტიკის მოყვარულმა ევროპელებმა ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში შეიტყვეს. ჯავზის ნაყოფს, რომელსაც ჩვენში მუსკატს, ბიოლოგები კი „სურნელოვან ჯავზს“ ეძახიან დიდი ხე ისხამს და გარეგნულად გარგარს წააგავს. იგი დამწიფების შემდეგ შუაზე იშლება და კაკალი გარეთ ვარდება. ჯავზის კაკალს აგროვებენ, მერე რამდენიმე კვირის განმავლობაში აშრობენ. ჯავზს ხეხავენ და საჭმელში ისე უმატებენ, მაგრამ მისი დიდი ოდენობით მიღება არ შეიძლება, ჯავზის 5-6 ცალი კაკალი ადამიანზე ნარკოტიკივით მოქმედებს.
უნივერსალური სურნელის გამო მას ხორცეულსა და საკონდიტრეო ნაწარმშიც ერთნაირი წარმატებით ამატებენ. არსებობს ჯავზის სურნელიანი სუნამო და თამბაქოც კი.
ჯავზის კაკლის გარსისგან, რომელსაც ჯავზის ყვავილს უწოდებენ, ცალკე სანელებელს ამზადებენ. მას ახმობენ და მერე ფქვავენ. ჯავზის ყვავილს კაკალზე უფრო ნაზი სურნელი აქვს.
ჩილიმი ანუ წყლის თხილი - იგი ევროპასა და აზიაში ხარობს და წყალსაცავებში, ტბებსა და მდორედ მიმდინარე მდინარეებში ბრინჯის მსგავსად იზრდება. მისი დრეკადი ღერო ფსკერძე წვრილი ფესვებით კავდება, მაგრამ ადვილად წყდება ნიადაგს და ჰაერით სავსე ე.წ. „საცურაო ბუშტების“ მეშვეობით წყლის ზედაპირზე თავისუფლად ტივტივებს. ჩილიმი ყოველ ზაფხულს ყვავილობს და შემოდგომაზე უკვე კაკალიც მწიფდება, ერთი მცენარე დაახლოებით 10-15 ცალ კაკალს ისხამს.
კაკლის შეჭმას მისი რქიანი ფორმის გამო ვერც თევზი და ვერც ფრინველი ბედავს და ამიტომ მწიფე ნაყოფით დატვირთული ჩილიმი წყალზე სატვირთო გემივით დაცურავს. ზამთარში მცენარე ლპება, მწიფე კაკალი კი ფსკერზე ცვივდება და ახალი ჩილიმი იბადება. ჩილიმის კაკალი 40-50 წელი ინარჩუნებს აღმოცენების უნარს.
კაკალს ძალიან გემრიელი თეთრი ფერის გული აქვს. ინდოეთში ქეშმირის შტატში 40 ათასი ადამიანი წელიწადის 5 თვე ჩილიმით იკვებება. მას მარილთან და პილპილთან ერთად მოხალულს მიირთმევენ, ფაფასავით ხარშავენ და მის პურსაც აცხობენ. შრი-ლანკაზე, ჩინეთსა და იაპონიაში ჩილიმის მთელი პლანტაციები აქვთ. ოდესღაც რუსეთშიც დიდი პოპულარულობით სარგებლობდა და ბაზრებშიც იყიდებოდა.
კოლა - კოლას კაკალი კაკაოს შორეული ნათესავია. ამჟამად მისი პლანტაციები გაშენებულია ინდონეზიაში, მალაზიასა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში. კოლა ეკვატორიალური აფრიკის 20 მეტრიანი მარადმწვანე ხეა, რომლის ნაყიფიც უნიკალური ენერგეტიკული სტიმულიატორია - მასში ძალიან დიდი რაოდენობითაა კოფეინი.
ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში აღწერდნენ აღფრთოვანებული ევროპელი მოგზაურები ამ მცენარის საოცარ თვისებებს. მათი სიტყვებით, იგი არა მარტო შიმშილს კლავდა, არამდედ დაღლილობასაც ერთი ხელის მოსმით ხსნიდა. ამიტომაც ღეჭავდნენ აბორიგენები მას დღე და ღამე.
ამჟამად კოლას მთელ მსოფლიოში იცნობენ, მისგან პეპსი და კოკა-კოლას ხარშავენ. უშუალოდ კაკალს არ ჭამენ, მაგრამ მისგან გეოლოგების, ალპინისტებისა და მსგავსი პროფესიის ხალხისთვის (ვისაც დიდი ფიზიკური დატვირთვა აქვს) სპეციალურ აბებს, წვენებს და შოკოლადსაც კი ამზადებენ.
საუკეთესო სურვილებით, თქვენი ვარდისფერი პანტერა
0 კომენტარი.:
Post a Comment