შოკოლადის ტრიუფელები პიტნით გორდონ რამზისაგან

Approved by Natia Jinjolava



ინგრედიენტები: 250 მლ ცხიმიანი ნაღები, 250 მლ ნაკლებადცხიმიანი ნაღები, პიტნის პატარა კონა, 500 გრ შავი შოკოლადი, 130 გრ კუბიკებად დაჭრილი კარაქი, 130 გრ თაფლი. ამოსაგანგლავად: კაკაო; წვრილად დაფხვნილი „ამარეტინები“; დაფქული ფსტის კაკალი ან ნუში; გახეხილი შოკოლადი
ორივე სახეობის ნაღები ჩავასხათ საშუალო ზომის ქვაბში. პიტნის ფოთლები მუსბუქად დავსრისოთ,  ჩავაგდოთ ნაღებიან ქვაბში და ძალიან დაბალ ცეცხლზე 5-6 წუთი შევათბოთ. სანამ ნაღები პიტნის სურნელით იჟღინთება დავტეხოთ შოკოლადი და ცეცხლგამძლე ჯამში ჩავყაროთ კარაქთან და თაფლთან ერთად. გაცხელებული ნაღები გადავწუროთ (პიტნის ფოთლები რომ არ შეყვეს) და შოკოლადსა და კარაქს დავასხათ და კარგად მოვურიოთ. ვურიოთ შოკოლადის ბოლომდე გადნობამდე. მიღებული მასა ფართო, გაშლილ მათლაფაზე დავასხათ, თავზე ცელოფანი გადავაფაროთ და მაცივარში შევდგათ სანამ არ გამაგრდება.
ცალ-ცალკე თეფშებზე დავყაროთ სხვადასხვანაირი საფანელი ტრიუფელების ამოსაგანგლავად. ტრიუფელის მასა მაცივრიდან გამოვიღოთ, თითო-თითო ჩაის კოვზი შოკოლადი ხელისგულებით დავაგორგოლაოთ და ჩვენთვის სასურველ საფანელში ამოვავლოთ. შეეცადეთ შოკოლადის მასა დიდხანს არ ზილოთ და ხელის სითბოთი არ გაადნოთ. გამზადებული კამფეტები თავსახურიან პლასტმასის კონტეინერში შეივინახოთ.



გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment