6.12.11
სად შევხვდებოდი ახალ წელს?!
Approved by
არის ერთი ადგილი სადაც ძალიან მინდა რომ ერთხელ მაინც შევხვდე ახალ წელს,
ოღონდ ისე რომ თავში ძველი პიანინოს ან კარადის მოხვედრას ავცდე. ალბათ, როგორც უკვე
ხვდებით, ეს არის იტალია, კერძოდ ქალაქი რომი. მიუხედავად ამ ქვეყანასთან ჩემი მრავალწლიანი
მჭიდრო მეგობრობისა, არც ერთხელ არ გამიმართლა და ეს ბედნიერება არ მხვდა წილად. როგორც
მოგეხსენებათ იტალიაში არის ტრადიცია, ახალი წლის ღამეს ყველაფერს, მოძველებულს ავეჯიდან
დაწყებულს ტანსაცმლით დამთავრებულს, პირდაპირ აივნიდან ისვრიან ქუჩაში. დიდი სიამოვნებით მივბაძავდი იტალიელებს, რომ არა ბევრი ხელისშემშლელი გარემოება... ამ რიტუალის მერე იტალიელები
ქუჩაში გამოდიან და ერთმანეთს ულოცავენ ახალ წელს. ბოლოს კი მეგობრების წრეში გრძელდება ქეიფი დილამდე რომელიმე რესტორანში ან
კიდევ სახლში. ამ დროისთვის იტალიის ქალაქები, განსაკუთრებით კი რომი ძალიან ლამაზად არის მორთული, საახალწლო
განწყობა სუფევს ყველაგან. თუ ჩრდილოეთ იტალიაში დააპირებთ ახალი წლის შეხვედრას, შეიძლება
გაგიმართლოთ, თოვლიც წამოვიდეს და ნამდვილი
ახალი წელი გაგითენდეთ.
ძალიან საინტერესო იქნება ახალი წლის შეხვედრა შოტლანდიაში. ალბად იცით
რომ მათაც ჩვენსავით ჰყავთ მეკვლე. არავითარ შემთხვევაში არ გაბედოთ და ახალი წლის
ღამეს გარეთ არ გამოხვიდეთ თორემ შეიძლება ათუხთუხებული კუპრი გადმოგასხან თავზე. შოტლანდიელები ახალი წლის ღამეს კუპრს ხარშავენ,
რომელსაც ათუხთუხების შემდეგ ქუჩაში ასხამენ. ამით ისინი ძველ წელს აცილებენ
და მას ყველაფერ ცუდს ატანენ. აბა მეგობრებო, ხომ არ მიგვებაძა შოტლანდიელებისთვის.
მე ეს ძალიან მჭირდება, რათა ჩემი ამ წლის წარუმატებლობები და იმედგაცრუებები გუდრონს გავატანო.....
კიდევ ვოცნებობ, რომ რომელიმე ახალ წელს ბრაზილიაში კოპა კაბანას სანაპიროზე
შევხვდე. მინდა ერთხელ მაინც ვნახო საბანაო კოსტუმებში გამოწყობილი სანტა კლაუსები
და ფიფქიები, ოქროსფერ სანაპიროზე წამოჭიმული ნაძვისხე. ვისაც საშუალება გაქვთ მინდა
გირჩიოთ რომ ახალ წელს ბრაზილიაში შეხვდეთ. დამიჯერეთ თავბრუდამხვევი გართობის მომსწრე
გახდებით. წარმომიდგენია რა ეგზოტიკური იქნება
როდესაც საათი შუა ღამის 12-ს შემოკრავს შენ პირდაპირ ოკეანეში გადაეშვები თავით......
ახალი წლის შეხვედრაც ამას ჰქვია.....
მინდოდა თქვენთვის შემომეთავაზებინა ყველაზე ძვირფასი კარნავალების
10-ეული, მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ ვერსად ვიპოვე, არც ისეთი ძლიერი ინფორმატორები მყავს
მსოფლიოს მასშტაბით.... სამაგიეროდ მოვიპოვე ყველაზე ძვირადღირებული ნაძვისხის სურათები.
ეს ნაძვის ხე არაბეთის ემირატებში ყველაზე მდიდრულ სასტუმროში დადგეს. მისი სიმაღლე 13 მეტრია, გაფორმებულია
უამრავი ძვირფასი თვლებით თუ ქვებით, ბრილიანტებით, ზურმუხტებით, ოქროთი და ვერცხლით,
მარგალიტებით და საფირონით, მოკლედ ამ ნაძვისხეზეც იტყვიან „ჩიტის რძეც არ აკლდაო“. თქვენ წარმოიდგინეთ ცნობილი
ბრენდების საიუველირო ნაკეთობებიც უხვად იყო ზედ.
ფასს აღარ იკითხავთ? არც მეტი არც ნაკლები 11 მილიონი დოლარია და მას 24 საათიანი
დაცვა იცავს. დაცვა რომ არა ხომ წარმოგიდგენიათ რა ბედი ეწეოდა საბრალო ნაძვისხეს,
წიწვებიც აღარ შერჩებოდა ზედ J
თუკი ამ ნაძვიხსეთან გადაწყვეტთ ახალი წლის შეხვედრას მაშინ ძვირადღირებული შამპანიურებით უნდა მიულოცოთ ერთმანეთს
ეს დღესასწაული. ეს შამპანიურები ფრანგულმა
კომპანიებმა Pernod Ricard და Dom
Perignon - მა შემოგვთავაზეს. ამ შამპანიურების ერთი ყუთის
ღირებულება სულ მცირე 50 000 ევროს და შეიძლება ცოტა მეტსაც შეადგენს, ხოლო ყუთში კი მხოლოდ 12 ბოთლია.
ეხლა თავს აღარ შეგაწყენთ და საახალწლო განწყობისთვის ამ კლიპს გიტოვებთ.
კეთილი სურვილებით, თქვენი იფიგენია დაუტფაიერი
0 კომენტარი.:
Post a Comment