ბანანის ბეზე

Approved by Natia Jinjolava


(გამოდის 12 ცალი)
ინგრედიენტები: 8 ც კვერცხის ცილა, 200 გრ შაქარი, 150 გრ შაქრის პუდრა, 30 გრ კარტოფილის სახამებელი, ½ ლ ცხიმიანი ნაღები, 3 ს/კ შაქარი, 2 ს/კ კაკაო, 100 გრ შავი შოკოლადი, 6 ბანანი, 50 გრ დაშაქრული ნუშის ფხვნილი, პერგანებტის ქაღალდი თუნუქის ფირფიტაზე დასაფენად
ღუმელი 100°C-მდე გავახუროთ, საცხობ ფირფიტაზე პერგამენტი დავაფინოთ. კვერცხის ცილები ავთქვიფოთ სანამ გამაგრებას არ დაიწყებს, ბოლომდე რომ გამყარდება თითო-თითო კოვზად ჩავათქვიფოთ შაქარი. ბოლომდე ათქვეფილ ბეზეში ფრთხილად ხის კოვზით გადავურიოთ შაქრისა და სახამებლის ნარევი. ბეზე ჩავასხათ ვარსკვლავის ფორმის თავიან საკონდიტრო ტომსიკაში და პერგამენტზე დავსვათ ნატურალური ბანანის ფორმისა და ზომის 12 რკალი. შევდგათ ღუმელში, ღუმელის კარი ოდნავ ღია დავტოვოთ და 8 საათით დავივიწყოთ. გამომცხვარ ბეზეს პერგამენტი ავაცალოთ და გასაცივებლად დავტოვოთ. ნაღები და შაქარი კარგად ავთვიფოთ, დავუმატოთ კაკაო და გამზადებული კრემ-შანტილი ჩავასხათ ვარსკვლავის თავიან საკონდიტრო ტომსიკაში. ვარსკვლავები დავაჯინოთ ბეზეს მთელ ზედაპირზე. წყლის აბაზანაზე გავადნოთ შოკოლადი. ბანანები გავფცქვნათ და სიგრძეზე გავჭრათ შუაზე. თითო ნახევარი თითო ბეზეს დავადოთ გაჭრილი მხარით ქვევით და ზემოდან გამნდარი შოკოლადი გადავასხათ. ბოლოს, თავზე დაშაქრული ნუშის ფანტელი მოვაყაროთ.
გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

3 კომენტარი.:

  1. Anonymous

    :)...8 saatshi danaxshirebuli beze dagxvdebad :)
    p.s.pativiscemit rtuli :)

  1. Natia Jinjolava

    მთელი ღამე ვტოვებ, ოდნავ გამოღებულ კარებში და დილას ქათქათა თეთრი მხვდება. ძალიან დაბალი ცეცხლი უნდა. ყოველთვის ასე ვაკეთებ და დანახშირებული კი არა, მუქი ოქროსფერიც არაა.

  1. Natia Jinjolava

    ყოველი შემთხვევისთვის: ვისაც საკუთარი გაზის იმედი არ აქვს (ანუ ღუმელს არასტაბილური ტემპერატურა აქვს), სადღაც 3-4 საათის შემდეგ ბეზეს პერიოდულად შეუჭყიტეთ ხოლმე და თითით მოსინჯეთ -არაფერი არ მოუვა. უბრალოდ, ბეზე, რომელიც კრემით ირთვება მაქსიმალურად გამომშრალი და მაგარი უნდა იყოს. ვისაც ელექტროგაზები გაქვთ, შეგიძლიათ მომბაძოთ, წინა საღამოს, ძილის წინ შედგათ ღუმელში, კარი თავიდანვე ღია დაუტოვოთ და დილას მიაკითხოთ. მაგრამ ვისაც ბეზე არასდოს არ გამოგიცხვიათ, ანუ არ იცით თქვენი გაზის "პოხონდრიების" შესახებ, ასე არავითარ შემთხვევაში არ მოიქცეთ! შეიძლება ცეცხლი გჩნდეს! ამ შემთხვევაში ბეზეს მზაობა პერიოდულად შეამოწმეთ ხოლმე.მხოლოდ რამდენიმე მარტივი წესი დაიცავით: ბეზე აუცილებლად კარგად უნდა იყოს ათქვეფილი, გაზი ყველაზე დაბალ ტემპერატურაზე უნდა იყოს ჩართული და ღუმელის კარი დაახლოებით 1,5-2 სანტიმეტრზე გამოღებული უნდა დატოვოთ.

Post a Comment