8.12.11
ნამცხვარი არაქისის კარაქის მუსით
Approved by
ინგრედიენტები: ცომისთვს - 400 გრ თაფლიანი ნამცხვარი (საგულდაგულოდ დაქუცმაცებული), 100 გრ კარაქი, 4 ს/კ შაქარი; გულსართისთვის - 220 გრ მწარე ან ნახევრადმწარე შავი შოკოლადი (დატეხილი), 2/3 ჭ და 1 1/3 ჭ ჩაციებული ასათქვეფი ნაღები, 2 ს/კ სიმინდის სიროპი, 2 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი; მუსისთვის - 200 გრ არაქისის კარაქის კამფეტები, 1 ს/კ არაქისის კარაქი
ღუმელი გავახუროთ 180°C-მდე. 22 სმ დიამეტრიან საცხობ ფორმას წავუსვათ ნებისმიერი მცენარეული ზეთი. თაფლის ნამცვარი (გამოდგება ნებისმიერი თაფლიანი ფირფიტა - მედოკის ან იდეალის, რომელიც ჩვენთან იყიდება), დარბილებული კარაქი და 2 ს/კ შაქარი ბლენდერში ავთქვიფოთ ერთგავროვანი ცომის მიღებამდე. მიღებული ცომი თანაბრად ამოვაფინოთ საცხობი ფორმის ფსკერზე და გვერდებზე. დაახლოებით 15 წუთით შევაცხოთ ღუმელში შეოქროსფერებამდე.
სანამ ბისკვიტი ცხვება, შოკოლადი და 2/3 ჭ ნაღები, სიმინდის სიროპი და 1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე შოკოლადის გადნობამდე (დაახლოებით 3 წთ). თან ხელის სათქვეფით მსუბუქად ვთქვიფოთ. შოკოლადის მიქსტურა გამომცხვარ ბისკვიტს ზევიდან დავასხათ. მაცივარში შევდგათ 10 წუთით, შოკოლადი რომ შესქელდეს. არაქისის კარაქის კამფეტები და ¾ ჭ ნაღები დაბალ ცეცხლზე მორევა-მორევით გავადნოთ. მიღებულ მასას 1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი და არაქისის კარაქი ჩავათქვიფოთ. გავაგრილოთ სანამ ნელ-თბილი არ გახდება. 1 ჭ ნაღები და დარჩენილი 2 ს/კ შაქარი ავთქვიფოთ (ნაღებს ბოლომდე ქაფივით ნუ ავთქვეფთ) და 3 ეტაპად გადავურიოთ არაქისიან კრემში. მიღებული მუსი შოკოლადის კრემს დავადოთ თავზე. 1 საათით მაინც გავაციოთ (სასურველია 1 დღე). გამზადებული ტორტი კიდევ უფრო ლამაზი იქნება თავზე გამდნარ შოკოლადს თუ მოაწუწავთ და დაჭრილ არაქისს მოვაყრით.
გემრიელად მიირთვით!
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment