Risotto al tartufo bianco - რიზოტო თეთრი ტრიუფელებით

Approved by Natia Jinjolava



ინგრედიენტები: (6 ულუფისთვის) 100 გრ კარაქი, ძალიან წვრილად დაჭრილი ერთი თავი ხახვი, 500 გრ (2 ½ ჭ) მრგვალი ბრინჯი სახამებლის მაღალი შემცველობით, ½ ჭ მშრალი თეთრი ღვინო, 1 ლ ქათმის ცხელი ბულიონი, მარილი და ახალდაფქული პილპილი, 50 გრ გახეხილი ყველი „Parmigiano-Reggiano“ რიზოტოსთვის და კიდევ ცოტა ზეოდან მოსაყრელად, 150 გრ კარგად გაწმენდილი თეთრი ტრიუფელი
კარაქის ნახევარში მოვთუშოთ ხახვი და დავუმატოთ ბრინჯი და მორევა-მორევით შევაოქროსფროთ. მერე დავასხათ ღვინო და დაბალ ცეცხლზე მორევა-მორევით ამოვაორთქლოთ (ხახვი მთლიანად უნდა ჩაიშალოს). დავიწყოთ თითო-თითო ჩამჩა ბულიონის დამატება. ვამატებთ, ვურევთ, ამოორთქლდება, ისევ ვამატებთ, ვურევთ და ასე, სანამ ბრინჯი არ მოიხარშება. ბულიონი თუ გაგითავდათ, პროცესი მდუღარე წყლით გააგრძელეთ. ბრინჯს მომზადებამდე სულ ცოტა რომ დააკლდება, ქვაბი ცეცხლიდან გადმოდგით და დაუმატეთ დარჩენილ კარაქი, ყველი, პილპილი და მარილი. შემდეგ სპეციალური საჭრელით ჩაათალეთ ტრიუფელის ნახევარი. ფრთხილად ამოურიეთ. რიზოტო თეფშზე გადაიტანეთ და თავზე დარჩენილი ტრიუფელი დაათალეთ და ცოტა პარმეზანიც მოაყარეთ. 2 წუთი თეფშზე გააჩერეთ და მიირთვით.
გახსოვდეთ, რომ რიზოტოს ხარშვას რომ მორჩებით, საჭიროზე ცოტა მეტად წყლიანი უნდა იყოს, შესქელებას უკვე თეფშზე დაასრულებს! ეს კერძი არ ინახება და აღარ ცხელდება.
გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment