ფორთოხლის დესერტი ხილდურ ბოკისაგან

Approved by Mary Poppins

ჩინურმა ტორტმა ერთი ძალიან მარტივი და საკმაოდ გემრიელი დესერტი გამახსენა. გემრიელთან ერთად ძალიან ეფექტური და იშვიათიც. ყოველ შემთხვევაში, არ გამიგია ჩემს გარდა ბევრი ვინმე აკეთებდეს. ჰოდა, სტუმრებთან თავის მოწონებას თუ გადაწყვეტთ: მოიტანეთ ფორთოხლები, მოადუღეთ მოხარშული კრემი, წვრილად დაჭერით მოხალული ნიგოზი და მოემზადეთ ბეზეს მოსახარშად.
კილო ფორთოხალზე, სადღაც 200-300 უ მოხარშული კრემი, 100 გ ნიგოზი და 4 კვერცხის ბეზე თავზე გადაგივად.
დესერტის შექმნის პროცედურა ასეთია. ფორთოხალი გაჭერით შუაზე და ჩაის კოვზით ამოღრუტნეთ გული, ისე რომ კანი არ დააზიანოთ (გუილსაც ნუ მოექცევით მაინცდამაინც ვანდალურად, ისიც დაგვჭირდება). გამოშიგნული გული დაჭერით კუბიკებად, დააყარეთ ნიგოზი, დაასხით კრემი და ყველაფერი კარგად გადაურიეთ ერთმანეთში. მიღებული მასით ამოავსეთ ფორთოხლის ნახევრები, ისე რომ დესერტით გავსებული „ჭიქები“ მიიღოთ. წყლის აბაზანაზე შემოდგით ჯამი 4 კვერცხის ცლითა და 300 გ შაქრით და შეუსვენებლად თქვიფეთ 15 წუთის განმავლობაში (აუცილებლად გამოიყენეთ მიქსერი, მოხარშულ ბეზეს ხელით ვერ მოერევით). გამზადებული ბეზეთი ზემოდან მორთეთ ფორთოხლები. თავზე შეგიძლიათ მოაყაროთ ნიგოზი, გახეხილი შოკოლადი, კაკაო და სხვა გემრიელობები.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი ხილდურ ბოკი

0 კომენტარი.:

Post a Comment