ვანილის კრემი ჯეიმი ოლივერისაგან

Approved by Mary Poppins

ვალენტნობა მოდის და სურპრიზებს ველოდებით. ვის არ უყვარს საჩუქრები! მაგრამ ასეც ხდება ხოლმე: რომ გვინდა მთლად ისეთ საჩუქარს ან იმ ადამიანისგან არ ვიღებთ, ვისგანაც ყველაზე მეტად ველოდებით. ამიტომ, გაცუდებული მოლოდინისაგან ხასიათი რომ არ გაგვიფუჭდეს, სათადარიგო გეგმაც უნდა ვიქონიოთ. ვინ გვიშლის საკუთარი თავისთვის დიდი ხნის ნასურვები ნივთის ყიდვას ან რაიმე გემრიელის მომზადებას (თუნდაც ყიდვას) და ცხოვრებით დატკბობას. იყიდი, გამოაცხობ, დაქალებს ჩამოურეკავ (დამიჯერეთ, თქვენ რომ გგონიათ იმაზე მეტი იქნება საღამოს თავისუფალი) და მათთან ერთად ახალი ნივთების დემონსტრაციასა და ახალი ნამცხვრების დეგუსტაციაში მშვენიერ დროს გაატარებთ. ღმერთმა ქნას,  "გეგმა  2"-ის გამოყენება არ დაგვჭირდეს, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის.....








საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment